სიახლეები
სიახლეები, ინტერვიუ

„​როდესაც მასწავლებელს ხელფასი ეზრდება, მან გაკვეთილების ხარისხიც შესაბამისად უნდა გაზარდოს“ - თბილისის N71 საჯარო სკოლის დირექტორი პაატა ჩორგოლაშვილი
21-01-2022
-
+


პაატა ჩორგოლაშვილი განათლების სისტემაში 30 წელია მოღვაწეობს, 2018 წლიდან კი თბილისის N71 საჯარო სკოლის დირექტორია; როგორც თავად აღნიშნავს, მუდამ შედეგზე ორიენტირებული და გამოუსწორებელი ოპტიმისტია. სწორედ ამ თვისებების დამსახურებით, პანდემიის დაწყების დღიდან თბილისის N71 საჯარო სკოლა სრულად დისტანციურ სწავლებაზე არ გადასულა. ამავდროულად, სკოლას 24 წამყვანი პედაგოგი ჰყავს.

პაატა ჩორგოლაშვილი სიახლეებს არასოდეს უშინდება და იმ საზოგადოებაში, სადაც მოღვაწეობს ყოველთვის ცდილობს, ინოვაციები შეიტანოს. მისი ამჟამინდელი მიზანი კი გახლავთ, თბილისის N71 საჯარო სკოლა ავტორიზებულ საჯარო სკოლებს შორის პირველი გახდეს.

როგორ დაიწყო სკოლაში II სემესტრი; რას ფიქრობს იზოლაციის შემცირებულ ვადებზე, სკოლის ადმინისტრაციისა და მასწავლებლების ანაზღაურების მატებასა და კიდევ მრავალ საინტერესო საკითხზე - პასუხებს თბილისის N71 საჯარო სკოლის დირექტორის, პაატა ჩორგოლაშვილის ინტერვიუში ამოიკითხავთ.


- ჩვენმა სკოლამ II სასწავლო სემესტრი სწავლა ჰიბრიდული მოდელით დაიწყო, მოსწავლეების ნაწილი გარკვეული დღეების განმავლობაში დისტანციურად სწავლობს. მაქსიმალურად ვცდილობთ რეგულაციების დაცვით ინფიცირების შემთხვევები არ იყოს. ყოველ ხუთშაბათს კი მშობელს შეუძლია შვილი დისტანციურ სწავლებაზე დაარეგისტრიროს... ჩვენ სკოლაში ყველანაირ პირობას ვქმნით, რათა ბავშვების უსაფრთხოება მაქსიმალურად დაცული იყოს - ვცდილობთ მოსწავლეებმა, უშუალოდ საკლასო ოთახებში, ის ცოდნა მიიღონ, რაც მათ მომავალს სჭირდება. მინდა გითხრათ, რომ რაც პანდემია დაიწყო ერთადერთი თუ არა ერთ-ერთი ვართ, ვინც სრულად დისტანციურ სწავლებაზე არ ყოფილა. ეს ჩვენი სკოლის თითოეული თანამშრომლის პასუხისმგებლობისა და მენეჯმენტის დამსახურებაა... დამრიგებლებს მშობლებთან ყოველდღიური კონტაქტი აქვთ და ურთიერთთანამშრომლობა ნამდვილად შედეგიანია.  

- თავად მშობლებში რა განწყობაა?

- იქიდან გამომდინარე, რომ სკოლაში სამინისტროსა და ინფრასტრუქტურის სააგენტოს დახმარებით უსაფრთხო გარემოს ვქმნით, მშობლებში ძალიან პოზიტიური დამოკიდებულებაა. მაგალითად, მოხდა სველი წერტილების სრული რეაბილიტაცია და სკოლაში სანიტარულ-ჰიგიენური ყველა ნორმა, რეგულაცია თუ რეკომენდაცია დაცულია. როგორც აღვნიშნე მშობლებთან ყოველდღიური კონტაქტი გვაქვს და ისინი საქმის კურსში არიან, თუ რა პირობებში სწავლობენ მათი შვილები. ვფიქრობ, სკოლასა და ოჯახს შორის თანამშრომლობის კულტურის ჩამოყალიბებაა მიზეზი, რომ ინფიცირების შემთხვევები მინიმალური გვქონდეს. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ თანამშრომლების 90%-მდე აცრილები არიან და ზოგიერთმა ბუსტერიც კი გავიკეთეთ. უშუალოდ ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ თანამშრომლები, მოსწავლეები და ოჯახის წევრები მაქსიმალურად დავიცვათ.

- პანდემიიდან გამომდინარე, პედაგოგებში მოტივაციამ ხომ არ იკლო?

- ჰიბრიდული სწავლებაა და ამიტომ, როგორც დასწრებითი ფორმატის, ისე დისტანციური გაკვეთილების ჩატარებისას დაბალანსებული გვაქვს ყველაფერი - სართულებს შორისაც კი შემხებლობა მინიმალურია. მინდა სიამაყით აღვნიშნო: სტაჟიანი პედაგოგები ამბობენ, რომ ასეთ კომფორტულ გარემოში ჯერ არ უმუშავიათ, რაც ჩემთვის დამატებითი სტიმულის მომცემია.

- ბატონო პაატა, ვირუსის დაფიქსირების შემთხვევაში სკოლისა და კლასისთვის იზოლაციის ვადა შემცირდა. მოგწონთ ეს გადაწყვეტილება?

- ვადებთან დაკავშირებით აზრის გამოთქმა გამიჭირდება, რადგან ამას საქმის სპეციალისტები წყვეტენ. მთავარი მაინც დღეების რაოდენობა კი არა, იზოლაციის პირობების დაცვა მგონია; თუ ყველა რეკომენდაციას დავიცავთ, მაშინ დღეების რაოდენობა განმსაზღვრელი არ გახდება - ყველაფერი თითოეული ადამიანის სამოქალაქო პასუხისმგებლობაზეა დამოკიდებული.

- ბატონო პაატა, ონლაინ-სწავლებას თავის დროზე ბევრი იწონებდა, იმასაც ამბობდნენ - უხავეზოდ ვასრულებთ წელსო, თუმცა ახლა დამოკიდებულება შეიცვალა და აღმოჩნდა, რომ „საგანმანათლებლო ჰაბი“ ვერ გავხდით... 

- დავიწყოთ იმით, რომ კონტაქტურ გაკვეთილებს დისტანციური სწავლება ვერ შეედრება, თუმცა ჩემი პედაგოგების საქმისადმი დამოკიდებულებიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ პრობლემების მიუხედავად, დისტანციურ სწავლებას შედეგი უდავოდ ჰქონდა. ამ დროს მნიშვნელოვანია მასწავლებლის დამოკიდებულება საკუთარი საქმისადმი - როგორ ემზადება თითოეული გაკვეთილისთვის და შესასწავლ მასალას ბავშვს როგორ მიაწვდის; საინტერესო გაკვეთილებით მოტივაცია უნდა გაუღვიძოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მნიშვნელობა არ აქვს, დისტანციურად მიმდინარეობს სწავლა თუ დასწრებით ფორმატში. ჩვენ ძალიან კარგი ადამიანური რესურსი გვაქვს და თითოეული მათგანი ბავშვებს საინტერესო სახალისო გაკვეთილებს სთავაზობს, რათა მოსწავლეებში სწავლისადმი ნიჰილიზმი არ იყოს.

- სამი მთავარი რამ, რაც პანდემიამ გასწავლათ...

- ჩემთვის, როგორც დირექტორისთვის, პანდემია ერთგვარი შესაძლებლობა აღმოჩნდა, თუნდაც ტექნოლოგიების თვალსაზრისით ბევრი საკითხის გადახედვა დაგვჭირდა და დამოკიდებულებაც შეგვეცვალა. გამოჩნდა ტექნოლოგიების ცოდნის საჭიროება. მასწავლებლებიც მიხვდნენ, რომ წინსვლა თუ განვითარება საჭიროა, რათა ბავშვებს სრულფასოვანი გაკვეთილები ჩაუტარონ. ბევრ საინტერესო პროგრამაში იყვნენ ჩვენი პედაგოგები ჩართულები, რამაც საშუალება მისცა, მეტი ცოდნა მიეღოთ და მოსწავლეებისთვის პრაქტიკული შეთავაზებები გაეკეთებინათ. სკოლაში შემოვიტანეთ „ჭკვიანი დაფები“, პროექტორები და წარმოიდგინეთ, ვირტუალური ლაბორატორიებიც კი შევთავაზეთ. ასე, რომ პანდემიის პერიოდში ბევრი საშუალების გამონახვა მოგვიწია და ამ გადმოსახედიდან ვფიქრობ, სიძნელეებს თავი წარმატებით გავართვით.

- სკოლის ადმინისტრაციასა და პედაგოგებს ანაზღაურება ეზრდებათ, როგორ ფიქრობთ, არის ეს მანიშნებელი, რომ სკოლაში მოღვაწე ადამიანების შრომა სათანადოდ ფასდება?

- პროცესს დადებითად ვუყურებ. სკოლაში იმდენად რთული და საპასუხისმგებლო საქმიანობის წარმართვა გიწევს, რომ მატერიალური კუთხით ანაზღაურება ადეკვატური არ არის. აქედან გამომდინარე, თუ ეს ზრდა გაგრძელდება, კარგი იქნება, უბრალოდ ამას განათლების ხარისხის ზრდაც აუცილებლად უნდა სდევდეს. მომხრე ვარ, როდესაც მასწავლებელს ხელფასი ეზრდება, გაკვეთილების ხარისხიც შესაბამისად უნდა გაზარდოს, გაკვეთილები ჩაატაროს მეტი მოტივაციით, მოსწავლეებს შესთავაზოს მეტი საინტერესო პროექტი თუ აქტივობა. ხელფასის ზრდა, მატერიალური თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ეს უნდა მოხდეს განათლების ხარისხის ზრდის პარარელურად.

- ბატონო პაატა, სკოლაში პრაქტიკოსი მასწავლებლები თუ გყავთ ამჟამად? აპირებენ თუ არა თქვენი პედაგოგები სტატუსების კიდევ უფრო ასამაღლებლად გამოცდებზე გასვლას?

- პრაქტიკოსი მასწავლებლები აღარ გვყავს, თუმცა ვიტყვი, რომ სამინისტროს მიერ დაშვებული გამონაკლისი, გადაწყვეტილება ძალიან კარგი საშუალებაა ადამიანური რესურსების შესანარჩუნებლად. ამ პედაგოგებს დიდი გამოცდილება აქვთ და ასეთი ადამიანების დაკარგვა, ვფიქრობ, არ არის მიზანშეწონილი.

რაც შეეხება ჩვენ სკოლას, არიან წამყვანისა და უფროსის სტატუსის მქონე პედაგოგები, თუმცა როდესაც აქ მოვედი, მხოლოდ 1 წამყვანი მასწავლებელი იყო, ახლა კი ეს რიცხვი 24-მდე გაიზარდა. ჩემს პედაგოგებს ყოველთვის მხარს დავუჭერ, რათა სტატუსები მეტად აიმაღლონ - ამისთვის მათ სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ. ასე რომ, აუცილებლად ვიბრძოლებთ, რათა სკოლის თითოეული მასწავლებელი უფრო მაღალი სტატუსის მატარებელი გახდეს.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე... 

ანაზღაურება 2640 ლარია და საკვალიფიკაციო მოთხოვნები ცნობილია - ვაკანსიაზე განაცხადის გაგზავნისთვის ბოლო ვადა დღეს არის

საქართველოში მოსწავლეთა 11.3%, ელექტრონულ სიგარეტს, 11.6% კი თამბაქოს მოიხმარს - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი

განათლებული მასწავლებელი ინვესტიციაა განათლებულ მომავალში

რა ცვლილებები შეეხება ადგილობრივ სკოლამდელ დაწესებულებებს ცნობილია

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

როგორც სკოლაში გვითხრეს, პროექტი ტრადიციად იქვევა 

16 დეკემბერს კი, მე-8 კლასის მოსწავლეებმა ინგლისური ენის მასწავლებლის სოფიო ალფაიძის ორგანიზებით ჩაატარეს ინგლისურენოვანი ღონისძიება 

მოსწავლეებმა თავიანთი ნიჭიერების წყალობით, სასკოლო საზოგადოების მოწონება დაიმსახურეს

ეს დღე კი, მოსწავლეებისთვის დაუვიწყარ მოგონებად იქცა

საინტერესო

როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე... 

დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს 

ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა -   ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

სიახლეები
საზოგადოება