მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ როდინაულის საჯარო სკოლის XII კლასის მოსწავლე მარიამ ხოხიაშვილი პროექტის - „ინტერაქტიული წიგნების ბიბლიოთეკა“ ფინალისტია. მოსწავლე 4 საუკეთესოს შორის მოხვდა.
მოსწავლეთა კონკურსის მონაწილეებმა, მსოფლიო ლიტერატურის ავტორების, მათი ნაწარმოებების ან პერსონაჟების ქართულენოვანი ჩეთბოტები შექმნეს.
მარიამ ხოხიაშვილმა დათა თუთაშხიას ენობრივ ასლზე იმუშავა.
ოთხ საუკეთესოს პროექტის ჟიური შეაფასებს და გამარჯვებულს გამოავლენს.
სკოლაში მოსწავლის წარმატებით ამაყობენ. სკოლის დირექტორი ნინო გოცაძე მარიამს წინსვლას უსურვებს.
„აი ასეთი მარიამი გვყავს ჩვენ, სკოლის ბრილიანტი. წარმატებები, ჩემო ლამაზო და ნიჭიერო გოგო“,- წერს სკოლის დირექტორი ნინო გოცაძე სოციალურ ქსელში.
პროექტს - „ინტერაქტიული წიგნების ბიბლიოთეკა“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და „ანიმა ჩეთბოტიქსი“ ერთობლივად ახორციელებს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცვლილებები სკოლის დირექტორებს, მასწავლებლებსა და რესურსცენტრების ხელმძღვანელებს შეეხება - მთავრობის 2025 წლის გეგმა ცნობილია
ფავორიტიზმი, სუბიექტური დამოკიდებულება... კიდევ რა გამოწვევები ახლავს ბაღებში შიდა კონკურსით კადრების დასაქმებას
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
პროექტი მოსწავლეებისთვის აღმოჩნდა აქტიუალური და მეტად საინტერესო