მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მას შემდეგ, რაც განათლების სამინისტრომ პრაქტიკოსი პედაგოგების ნაწილისთვის გამონაკლისი დაუშვა და ისინი სკოლაში უკვე უფროსის სტატუსით დატოვა, პედაგოგებს შორის უთანასწორობის განცდა გაჩნდა და ისინი უსამართლობაზე ალაპარაკდნენ... ამ გამონაკლისის მიუხედავად, ათასობით პრაქტიკოსთან სკოლებს ხელშეკრულებები უნდა შეეწყვიტათ, თუმცა ახლა იმაზე საუბარს არ ვაპირებთ, რამდენად სწორი იყო ან მცდარი, პედაგოგების ასე დაყოფა. ფაქტია, მათი ნაწილი სკოლიდან უკვე წავიდა და Etaloni.ge დაინტერესდა, სამართლებრივად ეკუთვნით თუ არა ფულადი კომპენსაცია იმ მასწავლებლებს, რომლებსაც სტატუსის, უფრო სწორად უსტატუსობის გამო, შრომითი ხელშეკრულება შეუწყდებათ?
როგორც, პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელმა, უჩა ბაკურაძემ Etaloni.ge-სთან განაცხადა, „მასწავლებლებმა, რომლებიც ერთი თვით ადრე იყვნენ გაფრთხილებულები შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, აუცილებლად უნდა მიიღონ ერთი თვის ხელფასის ოდენობის კომპენსაცია, ხოლო გაუფრთხილებლად გათავისუფლებულებს, სკოლის დირექტორმა 2 თვის ხელფასი უნდა ჩაურიცხოს“.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მოსწავლეთა დასწრების პროცენტული მაჩვენებელი - ინფორმაცია მასწავლებლებისთვის
რომელი სკოლის დირექტორები და პედაგოგები არიან ავტორიზაციის საბჭოს შემადგენლობაში - განახლებული სია ცნობილია
„ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა ჩემი კოლექტივი და მოსწავლეები“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს