მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ველისციხის საჯარო სკოლის Vბ კლასში ბიოლოგიის უფროსმა პედაგოგმა თამარ შანიძემ შიდა შეფასებისთვის სტანდარტული გაკვეთილი ჩაატარა ბუნებისმეტყველებაში.
შიდა შეფასებისთვის, სკოლაში აღნიშნული გაკვეთილი 2018 წელს რიგით მეოთხეა, ხოლო 2017-2018 სასწავლო წელს რიგით 27-ეა. შეფასებისთვის გაკვეთილები ტარდება სწავლების სამივე საფეხურზე, სხვადასხვა საგნებში. პროფესიული განვითერების და კარიერული წინსვლის სქემაში ჩართვის შემდეგ, ველისციხის სკოლის პედაგოგები საკმაოდ დიდ აქტიურობას იჩენენ და მონდომებით ახორციელებენ როგორც ძირითად, ასევე დამატებით საქმიანობის სხვადასხვა ტიპის აქტივობებს. მათ შორის სამოდელო და სტანდარტულ გაკვეთილებს, პედაგოგიური პრაქტიკის კვლევას, ქმნიან სასწავლო რესურსებს, ეწევიან საკლუბო და საწრეო საქმიანობებს, ესწრებიან ტრენინგებს, სემინარებს, სამუშაო შეხვედრებს, გამოცდილებებს უზიარებენ კოლეგებს, ეწევიან სტუდენტების კონსულტირებას. ანხორციელებენ პროექტებს და ღონისძიებებს. პედაგოგები ასევე აქტიურად მონაწილეობენ კონფერენციებში, სხვადასხვა პროგრამებში ატარებენ თავისუფალ გაკვეთილებს, წელს რეგისტრაციის გამოცხადებისთანავე გავიარეთ რეგისტარაცია გარე დაკვირვებაზე. და ა.შ.
სამოქალაქო განათლების უფროსი პედაგოგის, ფასილიტატორი ნანა ნიკოლაშვილის თქმით, წლევანდელი სასწავლო წელი კიდევ უფრო შრომატევადია შეფასების ჯგუფის წევრებისთვისაც და მოსწავლეებსაც მოსწონთ ასეთი აქტიური და დატვირთული სასწავლო პროცესი, რადგან სკოლაში სქემის რეფორმამ სასწავლო პროცესი, სახალისო და საინტერესო გახადა.
„რაც შეეხება გაკვეთილს საგან ბუნებისმეტყველებაში, რომლის პედაგოგიც თამარ შანიძეა გაკვეთილის თემა: „სინათლის სწორხაზოვანი გავრცელება" იყო. მოსწალეთა რაოდენობა 20. გაკვეთილი იყო ძალიან ხალისიანი, სწავლების მიდგომა სწავლა კეთებით, გამოყენებულ მეთოდებს შორის ერთ-ერთი იყო ცდის ჩატარება, მოსწავლეთა მუშაობის ფორმა, ჯგუფური და მთელ კლასთან ერთად, მასწავლებელმა, მოსწავლეებს მისცა განმავითარებელი შეფასება, ასევე გამოიყენა თანატოლთა შეფასება. მოსწავლეები მთელი საგაკვეთილო პროცესის დროს აქტიურად იყვნენ ჩართულნი და დიდი მონდომებით ასრულებდნენ დავალებებს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ბავშვების მიერ ჩატარებული ცდის შედეგებით გამოწვეული რეაქციები.“ - აღნიშნა ნანა ნიკოლიშვილმა.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცენტრის განცხადებაში განსაზღვრულია თითოეული საგნის მაქსიმალური ქულა და საგამოცდო დროის ხანგრძლივობა
2025-2026 სასწავლო წლიდან სკოლებში დაფინანსების ახალი მოდელი ამოქმედდება - შეირჩევა საპილოტე სკოლები
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
პრეზენტაციის მიზანი იყო საახალწლო ტრადიციების გაცნობა
„არც მე გადავწყვეტდი პედაგოგობას, რომ არ მენახა, რატომ ეძებდნენ ბიჭ კადრს...“
ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული...