სიახლეები
სიახლეები, საინტერესო

დაიკეტება თუ არა სკოლა მასწავლებლების ინფიცირების შემთხვევაში? - რისი უფლება აქვს დირექციას
27-02-2022
-
+


საქართველოში ყოველდღიურად კორონავირუსის ათასობით შემთხვევა დასტურდება. ამ ფონზე ხშირია მასწავლებელთა ინფიცირების შემთხვევებიც. გარდა კოვიდდადასტურებული პედაგოგებისა, სკოლაში იზოლაციაში მყოფი მასწავლებლებიც ვერ დადიან.

შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, დირექტორები ცდილობენ, სკოლებში სწავლა შეუფერხებლად გაგრძელდეს, თუმცა ადამიანური რესურსის დეფიციტი სკოლების ნაწილში უკვე იგრძნობა.

სკოლის სრულად დისტანციურ რეჟიმზე გადაყვანის გადაწყვეტილებას ჯანდაცვის წარმომადგენლები იღებენ. მაგალითად, თუ რამდენიმე კლასში ერთდროულად დადასტურდა ვირუსის შემთხვევები, სწავლა ყველა მოსწავლისთვის დისტანციურად გაგრძელდება, მაგრამ რა ხდება მაშინ, თუ კოვიდით ერთი სკოლის რამდენიმე მასწავლებელია ინფიცირებული? შეუძლია თუ არა დირექციას, რომ ასეთ დროს მოითხოვოს სკოლის სრულად დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა?

კანონის მიხედვით, არსებობს დისტანციური სწავლების მოდელზე გადასვლის წინაპირობები. ერთ-ერთი ასეთია სკოლაში/დასახლებაში/მუნიციპალიტეტში/ქვეყანაში არსებული სხვადასხვა გადამდები დაავადებით გამოწვეული მდგომარეობისას დადგენილი დროებითი შეზღუდვები. ამ დროს გადაწყვეტილებას ჯანდაცვის სამინისტრო იღებს, თუმცა თუ ვირუსის გავრცელების მიუხედავად, ჯანდაცვის სამინისტრო ონლაინ სწავლების რეკომენდაციით არ გამოდის, არის შემთხვევები, როდესაც დირექციას დისტანციური სწავლების მოთხოვნის უფლება აქვს. კერძოდ, თუ სკოლაში პედაგოგების დეფიციტი შეიქმნება.  

კანონში წერია, რომ დისტანციური სწავლების გადასვლის წინაპირობა შეიძლება იყოს: ცალკეულ საგანში/საგნებში ადამიანური რესურსის (მასწავლებლის) დეფიციტი, ასევე დირექციას უფლება აქვს მოითხოვოს სკოლის სრულად დისტანციურ სწავლებაზე გადაყვანა სხვა დასაბუთებული მოთხოვნის შემთხვევაში.  ასეთ დროს, დასაბუთებულ მოთხოვნას, პირველ რიგში, რესურსცენტრი განიხილავს და გადაწყვეტილება შესაბამისად იქნება მიღებული.

კოვიდდადასტურებული და იზოლაციაში მყოფი მასწავლებლების რიცხვი იზრდება, აქედან გამომდინარე, ონლაინ სწავლებაზე გადასვლის მსურველი სკოლების რიცხვი შესაძლოა, გაიზარდოს.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება