მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
2020-2021 სასწავლო წლის წარჩინებულმა კურსდამთვრებულებმა ოქროსა და ვერცხლის მედლები სამი თვის შემდეგ უნდა მიიღონ. აღნიშნული თარიღი განსაზღვრულია სატენდერო დოკუმენტაციით, რომელიც საგანამანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტომ მედლებისა და მათი ჩასადები ყუთების შესყიდვისთვის გამოაცხადა.
შესყიდვის დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 21 იანვარს დაწყებული წინადადებების მიღება დღეს დასრულდება და გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულებაც გაფორმდება. ამის შემდეგ კომპანიამ სამინისტროს 90 დღის ვადაში უნდა მიაწოდოს მედლები.
როგორც სატენდერო დოკუმენტაციაში ვკითხულობთ, დასამზადებელი მედლების სავარაუდო რაოდენობაა 5100, საიდანაც 3900 ოქროს, ხოლო, 1200 ვერცხლის მედალია. აქვე აღნიშნულია, რომ მედლების რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს ან შემცირდეს.
ოქროსა და ვერცხლის მედლების, ასევე მათი ჩასადები ყუთების დამზადებისთვის სამინისტრო 220 500 ლარს დახარჯავს.
აღსანიშნავია, რომ ახლანდელი დოკუმენტის მიხედვით, 2020-2021 სასაწავლო წლის კურსდამთავრებული ოქროსა და ვერცხლის მედალოსანთა რაოდენობა გაზრდილია.
ოქროსა და ვერცხლის მედალს 4 972 კურსდამთავრებული გაზაფხულზე მიიღებს - ახალი სტატისტიკა რეგიონების მიხედვით
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რომელი სკოლის დირექტორები და პედაგოგები არიან ავტორიზაციის საბჭოს შემადგენლობაში - განახლებული სია ცნობილია
„ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა ჩემი კოლექტივი და მოსწავლეები“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
მოსწავლემ ხორვატიის ქალაქი პორეჩში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე წარმატებით იასპარეზა