მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ X კლასის ზოგიერთ სახელმძღვანელოზე გრიფირება გამოაცხდა. ზოგიერთ საგანში გრიფირება გამოცხადდა X კლასის სრული სასწავლო წლის სახელმძღვანელოზე,ზოგში კი I და II სემესტრის სახელმძღვანელოებზე ცალ-ცალკე, ეს საგნებია: ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, გეოგრაფია, მოქალაქეობა, ბიოლოგია, ფიზიკა და ქიმია.
დაინტერესებულ პირებს გრიფირების განაცხადების წარმოდგენა შეეძლებათ გრიფირების ადმინისტრირების ელექტრონული სისტემის https://grifireba.emis.ge მეშვეობით, შემდეგ თარიღებში:
„გრიფირებასთან დაკავშირებით ინტენსიურად მიმდინარეობს ავტორთა საკონსულტაციო შეხვედრები საგნობრივ ექსპერტებთან, რომლის განრიგი დაინტერესებული პირებისთვის ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://www.mes.gov.ge/content.php?id=12796&lang=geo ამასთან, გრიფირების პროცესის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტები განთავსებულია ბმულზე: https://www.mes.gov.ge/content.php?id=7147&lang=geo
აღსანიშნავია, რომ შემოსული სახელმძღვანელოების მაკეტები საჯაროდ დაიდება პორტალზე https://grifireba.emis.ge/ და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ექნება შესაძლებლობა, გაეცნოს და მოგვწეროს თავისი შენიშვნები/მოსაზრებები“,- აღნიშნულია განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რას უნდა ელოდნენ ბაღების თანამშრომლები - „ეცნობოს [...] ორგანიზაციული ცვლილებების დაწყების გამო სამსახურიდან მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ“
საქართველოში ყველაზე მცირე ასაკის დამნაშავეები 8 წლისები არიან, დანაშაული 14 წლამდე 75-მა მოზარდმა ჩაიდინა - სტატისტიკა
„ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა ჩემი კოლექტივი და მოსწავლეები“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
ღონისძიება მოსწავლეებისთვის მეტად შემეცნებითი აღმოჩნდა