მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საქართველოს პარლამენტმა პედაგოგთა დეკრეტული ანაზღაურების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივა მიიღო, მისი განხილვა კი პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს დაევალა. განხილვის შემდეგ გადაწყვეტილება კომიტეტმა პარლამენტის ბიუროს უნდა აცნობოს.
„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე , საქართველოს პარლამენტის ბიურო ადგენს: დაევალოს საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს, განიხილოს საქართველოს მოქალაქე თამარ ცანავას მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება პედაგოგთა დეკრეტული შვებულების ანაზღაურებასთან დაკავშირებით და გადაწყვეტილების თაობაზე აცნობის საქართველოს პარლემენტის ბიუროს“, - აღნიშნულია დოკუმენტში.
საკანონმდებლო წინანდადების ინიციატორი თამარ ცანავა წამყვანი მასწავლებელია, პარლამენტში მიმართვამდე მან პეტიციაც შეიმუშავა, რომელიც მთავრობას წარედგინა.
„მოვითხოვთ, რომ პედაგოგთა დეკრეტული ანაზღაურება გახდეს ნამდვილად ანაზღაურებადი და კანონში მუხლი – „დირექტორის კეთილი ნება“ შეიცვალოს აუცილებლად ანაზღაურებით“, - აღნიშნული იყო პეტიციაში.
როდის განიხილავს საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი საკანონმდებლო ინიციატივას, ჯერჯერობით უცნობია.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა