მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ ბათუმის ფილიალის მოსწავლეებმა საახალწლო ბაზრობაზე საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა გამართეს და შეგროვებული თანხით დაეხმარნენ მას ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება. მოსწავლეებმა გაჭირვებულ ქალბატონს ზამთრის ცივი დღეების შესამსუბუქებლად შეშა შეუძინეს.
კეთილი საქმის ისტორიას სკოლის სოციალური ქსელის გვერდზე ვკითხულობთ.
„კეთილი ამბის კიდევ ერთი ისტორია
დღეიდან ოცნების ქალაქში მცხოვრებ შეჭირვებულ ქალბატონს ცივი ზამთარი ცოტათი შეუმსუბუქდა. სკოლა „პროგრესის“ მოსწავლეებმა თავიანთი შრომით მას ზამთრისთვის შეშა შეუძინეს. ქეთი ფუტკარაძემ, დავით რუსიამ და ელიფ აღირბაშმა საახალწლო ბაზრობაზე საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა გამართეს. მათ თავიანთი და მასწავლებლების ხელნაკეთი ნივთები და ტკბილეული გამოიტანეს.
ბავშვები ცივ ამინდში მთელი დღე იდგნენ ბაზრობაზე და დღის ბოლოსთვის შეშის სამყოფი თანხა შეაგროვეს.
შეჭირვებულ ქალბატონს რომელსაც რთული საცხოვრებელი პირობები აქვს, ბავშვებმა კერა გაუთბეს.
მადლობა გვინდა გადავუხადოთ მოსწავლეებს და მასწავლებლებს ვინც იყვნენ ჩართული ამ საქმეში, ადამიანებს ვინც დაგვეხმარა ამ სიკეთის შესრულებაში, ლია მგელაძეს და გიორგი შარაშიძეს, რომლებმაც შეღავათიან ფასად მოგვაწოდეს და მიიტანეს შეშა ოცნების ქალაქში.
მრავლად გვქონდეს ისტორიები, რომლებიც გულს გაგვითბობს ამ წელს, გაიზიარეთ სიკეთის მუხტი“,- აღნიშნულია სკოლის სოციალური ქსელის გვერდზე გავრცელებულ წერილში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცვლილებები სკოლის დირექტორებს, მასწავლებლებსა და რესურსცენტრების ხელმძღვანელებს შეეხება - მთავრობის 2025 წლის გეგმა ცნობილია
ფავორიტიზმი, სუბიექტური დამოკიდებულება... კიდევ რა გამოწვევები ახლავს ბაღებში შიდა კონკურსით კადრების დასაქმებას
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
პროექტი მოსწავლეებისთვის აღმოჩნდა აქტიუალური და მეტად საინტერესო