სიახლეები
სიახლეები

პანდემიის სამწუხარო ანარეკლი და izrune.ge-ს მნიშვნელობა მოზარდების განვითარებაში - 30 იანვარი შვილებზე განსაკუთრებული ზრუნვის დღეა
25-01-2022
-
+


პანდემიის სამწუხარო ანარეკლი - „ეტალონის“ პროექტების სულისჩამდგმელი გოჩა ტყეშელაშვილი, ვიდეომიმართვაში, იმ რეალობაზე საუბრობს, რომელიც კოვიდმა ჩვენს ქვეყანაში, უფრო კონკრეტულად კი საგანმანათლებლო სფეროში შექმნა. არავინ დავობს - ასეთ დრო მნიშვნელოვანია, მშობლები იყვნენ მაქსიმალურად ყურადღებით, რათა ბავშვებმა შეძლონ საფუძვლიანი განათლების მიღება; აქ კი izrune.ge უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს.

ეს ინოვაციური პორტალი, ჩვენ, უფროსებს, გვაძლევს საშუალებას, ვიცოდეთ შვილების შესაძლებლობები და ისიც, თუ რა მიმართულებით საჭიროებს მომავალი თაობა განვითარებას.

ვიდეომიმართვაში გოჩა ტყეშელაშვილი ასევე ყურადღება ამახვილებს იმაზე, რომ სამწუხაროდ, ბავშვები ხშირად ამბობენ ტყუილს და ამას „იწვევს გარემო, სადაც ბავშვი იზრდება - თუ ხედავს, რომ უფროსები ცრუობენ, თავად იწყებს მათ მოტყუებას“...
მეორე საკითხი, ესაა ავტორიტეტის დაკარგვა: „რა იწვევს ამას? - ხშირად ბავშვი აღმოაჩენს, რომ მშობელი ტყუის და ყველა საგანი, რომელსაც პატარა სწავლობს, არცთუ კარგად იცის...“

„არსებულ ვითარებაში გამოსავალია, რომ პანდემიის პირობებში მშობლები ჩართულები იყვნენ შვილების განათლებაში, ისწავლონ მათთან ერთად, განვითარდნენ და ასე იზრუნონ შვილების განვითარებაზე.

სწორედ ამისთვის შეიქმნა izrune.ge და „შვილებზე განსაკუთრებული ზრუნვის დღე“, რომელიც ყოველი თვის ბოლო კვირას ტარდება“ - განაცხადა გოჩა ტყეშელაშვილმა და დასძინა, რომ კვირას, 30 იანვარს „შვილებზე განსაკუთრებული ზრუნვის დღეა“.
„აუცილებლად ჩაერთეთ! izrune.ge-ს ჰყავს განათლების პირადი მენეჯერი, რომელიც შვილის ძლიერ და სუსტ მხარეებს უმხელს მშობელს და ეხმარება, ბავშვმა მიიღოს საფუძვლიანი განათლება;

ასევე გვაქვს VIP-პაკეტი, რომელშიც აქტიურადაა ჩართული კლასის დამრიგებელი და შევარჩევთ საქვეყნო მნიშვნელობის 100 კლასს რეგიონებიდან და „საბაზისო პაკეტი“... მოგიწოდებთ, ბავშვები მიაჩვიოთ მოქალაქეობრივ, ანალიტიკურ აზროვნებას, izrune.ge კი, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მიდგომების საშუალებით, მოწოდებულია, ბავშვებს, მშობლებთან ერთად, გაუჩინოს მოტივაცია, უკეთ ისწავლონ“, - განაცხადა ვიდეომიმართვაში გოჩა ტყეშელაშვილმა.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

რომელი სკოლის დირექტორები და პედაგოგები არიან ავტორიზაციის საბჭოს შემადგენლობაში - განახლებული სია ცნობილია

ეროვნულებზე 100 პროცენტიანი საგრანტო ქულით გასულები ფინანსურ წახალისებას მიიღებენ

„ბაღებში დასაშვებია ერთ ბავშვზე გათვლილი კვების ღირებულების ცდომილება თეთრებით“ - დოკუმენტი

ვინ გადაწყვეტს, გაივლიან თუ არა უმაღლესები ავტორიზაციას - საბჭოს წევრთა ვინაობა ცნობილია

რომელ სკოლას რა რაოდენობის ინვენტარი გადაეცემა - სია

პიროვნება
სკოლები

მოსწავლეებისთვის დავალება მეტად საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა

საგაზაფხულო ფუსფუსში სხვადასხვა კლასი ჩაერთო

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება