სიახლეები
სიახლეები, საინტერესო

დამრიგებელმა ყველა მოსწავლის გაცდენის მიზეზი უნდა იცოდეს - რა შემთხვევაში უნდა მოითხოვოთ კოვიდ ტესტის პასუხი?
30-01-2022
-
+


ქვეყანაში კორონავირუსის ათასობით შემთხვევის დადასტურების ფონზე სკოლის მასწავლებელთა პასუხისმგებლობა უფრო მეტად გაიზარდა.

სკოლის ადმინისტრაციამ და მასწავლებლებმა უნდა შეძლონ, რომ არცერთმა მოსწავლემ არ დაარღვიოს რეგულაციები. კერძოდ კი, არ მოიხსნან პირბადე (დაფარული ჰქონდეთ როგორც პირი, ასევე ცხვირი), არ შეეხონ ერთმანეთს, დაიცვან დისტანცია, ასევე ხშირად დაიმუშავონ ხელები სადეზინფექციო ხსნარით.

დამრიგებლობა დიდი პასუხისმგებლობაა, რადგან კლასის ხელმძღვანელს თითოეულ მოსწავლეზე ზრუნვა და სკოლაში მათი ჯანმრთელობის დაცვა ევალება. კლასის ხელმძღვანელმა ყველა მოსწავლის გაცდენის მიზეზი უნდა იცოდეს. მოსწავლის სკოლაში არ გამოცხადებისთანავე დაამრიგებელი მის მშობელს/მეურვეს უნდა დაუკავშირდეს და გაცდენის მიზეზი გაიგოს.

რა შემთხვევაში უნდა მოსთხოვოთ მოსწავლეს სკოლაში დაბრუნებამდე კოვიდ ტესტის პასუხი ან სამედიცინო ცნობა?

თუ მოსწავლემ სკოლა იმიტომ გააცდინა, რომ მას ჰქონდა (ტემპერატურა, ხველა, სურდო...), სკოლაში გამოცხადებამდე მშობელმა ცხელების ცენტრს უნდა მიმართოს შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მისაღებად და ტესტირების ჩასატარებლად. მოსწავლის სკოლაში დაბრუნებამდე კი დამრიგებელმა მისი კოვიდტესტის პასუხი უნდა იცოდეს.

თუ მოსწავლეს კოვიდ-19-ის შესაბამისი მსუბუქი სიმპტომები აქვს, თუმცა ტემპერატურა არ აღენიშნება, სასურველია, მშობელმა მიმართოს ოჯახის ექიმს და თუ ტესტის გაკეთების საჭიროება არაა, ექიმის მიერ დაწერილი შესაბამისი ცნობა წარუდგინოს დამრიგებელს, ტესტის გაკეთების შემთხვევაში კი - პასუხი.

გარდა ამისა, დამრიგებელს შეუძლია კოვიდტესტის პასუხი იმ შემთხვევაშიც მოსთხოვოს მოსწავლეს, თუ მისი ოჯახის წევრს ჰქონდა რესპირატორული დაავადების სიმპტომები. თუ ოჯახის წევრს კოვიდი დაუდასტურდა, მოსწავლემ, რა თქმა უნდა, ტესტის პასუხის მიუხედავად, იზოლაციის წესები უნდა დაიცვას და სკოლაში არ გამოცხადდეს.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება