მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის N103 საჯარო სკოლის მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეებმა ხელოვნების გაკვეთილზე შესწავლილი მასალა პრაქტიკაში განიმტკიცეს. მოსწავლეებმა შთამბეჭდავი ნამუშევრები შექმნეს და შემოქმედებითი ნიჭი და შესაძლებლობები გამოავლინეს.
მოსწავლეთა ნამუშევრები ფორმის, ფერის, კონსტრუქციისა და დისპროპორციის სინთეზით შეიქმნა.
მოსწავლეთა ხელოვნების პედაგოგი ლიანა ცანავა გახლავთ.
„თბილისის N103 საჯარო სკოლის ხელოვნების გაკვეთილზე მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით მე-5 - მე-6 კლასის მოსწავლეებმა, ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის საფუძველზე, საკუთარი შესაძლებლობები
გამოამჟღავნეს. მოსწავლეთა ნამუშევრები, „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში, ფორმის, ფერის, კონსტრუქციისა და დისპროპორციის სინთეზით შეიქმნა. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ ყველა მასწავლებელსა და მოსწავლეს სამყაროს უკეთესად წარმოჩენისთვის“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ წერილში.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში წარმატებით ინერგება მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა, რომლის ერთ-ერთი კომპონენტი კომპლექსური დავალებებია. მოსწავლეები და მასწავლებლები კომპლექსურ დავალებებს დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან.
იხილეთ მოსწავლეთა ნამუშევრები:
ლიკა ჭიკაძე - უცნაური სამყარო
ანასტასია დუჩიძე - ჯადოსნური წამალი
მიხეილ ბაზარაშვილი - ჯადოსნური ქვეყანა
მათე ასანიძე - გიორგის სიზმარი
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცვლილებები სკოლის დირექტორებს, მასწავლებლებსა და რესურსცენტრების ხელმძღვანელებს შეეხება - მთავრობის 2025 წლის გეგმა ცნობილია
ფავორიტიზმი, სუბიექტური დამოკიდებულება... კიდევ რა გამოწვევები ახლავს ბაღებში შიდა კონკურსით კადრების დასაქმებას
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
პროექტი მოსწავლეებისთვის აღმოჩნდა აქტიუალური და მეტად საინტერესო