სიახლეები
სიახლეები, ინტერვიუ

„ცხოვრება გრძელდება და ბავშვებს, ბავშვობა არ უნდა დავუკარგოთ” -  წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის წარმატებული სასწავლო წელი
26-01-2022
-
+


ხარაგაულის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზია სასწავლო პროცესს საკლასო ოთახში, რეგულაციების სრული დაცვით აგრძელებს. როგორც გიმნაზიის აღმასრულებელმა დირექტორმა, დეკანოზმა პავლე ცერცვაძემ etaloni.ge-სთან განაცხადა, მეორე სემესტრი ისეთივე წარმატებით განახლდა სკოლაში, როგორც პირველი დაიხურა. მიუხედავად იმისა, რომ ეპიდემიის გამო არაერთი რეგულაციის დაცვა უწევთ, გიმნაზიამ შეძლო, საოცარი და სამახსოვრო წინასაახალწლო ღონისძიების მოწყობა, რითაც მოსწავლეებმა სკოლა ნამდვილი საზეიმო განწყობით დატოვეს.

როგორ მიმდინარეობს სასწავლო პროცესი, რა დაბრკოლებები ხვდება და როგორ უმკლავდება ხარაგაულის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზია პანდემიას, ამის შესახებ პავლე ცერცვაძე გვესაუბრება:

- მსოფლიო პანდემია ყველა სფეროს შეეხო, განსაკუთრებით კი საგანმანათლებლო სექტორს. რა თქმა უნდა, გარკვეულწილად ჩვენზე იქონია ვირუსმა გავლენა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ  ხარაგაულის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის პედაგოგთა 100 პროცენტი ორჯერადად არის აცრილი, ამასთან ღვთის წყალობით ყველა პედაგოგმა, ვისაც ვირუსი შეხვდა ზედმეტი გართულებების გარეშე დაამარცხა დაავადება, რის გამოც თავის მხრივ კიდევ უფრო უსაფრთხო გარემოს ქმნის სკოლაში. რა თქმა უნდა, ვირუსი მოსწავლეებსაც ხვდებათ, თუმცა სამინისტროს რეკომენდაციის მიხედვით ისინი ონლაინ სწავლებაზე გადაგვყავს და დისტანციურად უტარდებათ გაკვეთილები.

აუცილებლად, უნდა აღვნიშნო ჩვენი რექტორის, მისი ყოვლად უსამღვდელოესობის, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსის მეუფე მელქსიდეკის (ხაჩიძე) მხარდაჭერა და ჩართულობა ყველა საგანმანათლებლო საკითხში. მეუფე ყველა მნიშვნელოვან საგანმანათლებლო საკითხს უშუალოდ კურირებს. მეუფეს, როგორც მე, ისე ჩვენი პედაგოგების, მოსწავლეებისა და მშობლების სახელით მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ მან უზრუნველყო ონლაინ სწავლების პროცესის შეუფერხებლად მიმდინარეობა.

აღსანიშნავია, რომ ჩვენ გვაქვს ორი პლატფორმა ონლაინ სწავლებისთვის. ერთი- teams, მეორე - edupage; თავიდან დისტანციურ სწავლებაზე გადასვლისას ჩვენ გვქონდა „თიმსის“ პროგრამა, რომელიც მეუფემ სკოლისთვის საკუთარი ხარჯებით შეიძინა სკოლისთვის. პროგრამა ბოლომდე გავმართეთ და საკუთარი ხელით შევიყვანე ყველა კლასი მოსწავლე და მასწავლებელი თუმცა ონლაინ ჟურნალის წარმოების დაწყებისას ჩვენ არ მოგვეცა საშუალება, რომ ეს ჟურნალი ჩაგვეშენებინა პროგრამაში, ამიტომ იძულებულნი გავხდით სხვა პროგრამაში გადავსულიყავით, რაც წარმატებით მოვახერხეთ. პედაგოგები კიდევ ერთხელ გადამზადდნენ, რათა თავისუფლად ემუშავათ აღნიშნულ პროგრამაში. ელექტონულ ჟურნალში შესაძლებელია დეტალური ინფორმაციის ნახვა, რაც სრულ სურათს ქმნის მოსწავლის აკადემიური მიღწევების შესახებ, რომლის ნახვა როგორც მასწავლებელს, ისე მშობელს შეუძლია.

წარმატებული იყო 2021-2022 სასწავლო წლის პირველი სემესტრი. რეგულაციების გათვალისწინებით შევძელით, მოსწავლეებისთვის საზეიმო განწყობა შეგვექმნა და ზეიმები გაგვემართა. რა თქმა უნდა, ეპიდემია მზვინვარებს, მაგრამ ცხოვრება გრძელდება და ბავშვებს, ბავშვობა არ უნდა დავუკარგოთ.

მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს მთავრობას, განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროებს რომ რეკომენდაციებით შეგვქმნეს ის კომფორტი რომ მოსწავლეებისთვის შეგვძლებოდა საახალწლო განწყობის შექმნა.

ჩემი გადაწყვეტილებით ღონისძიებას მშობლები არ დაესწრნენ, ვინაიდან ვეცადეთ მაქსიმალურად უსაფრთხო გარემო ყოფილიყო მოსწავლეებისთვის. ღონისძიება ორ ეტაპად ჩატარდა. დაწყებითი და საბაზო საფეხურის ნაწილი გავყავით და ორჯერ გაიმართა ზეიმი რამაც როგორც ბავშვების ისე ჩვენში საოცარი დადებითი მუხტი მოიტანა. მე მითქვამს, რომ ჩვენთან ძალიან ნიჭიერი და შემოქმედებითი მოსწავლეები არიან. 60 მოსწავლე საგალობელ გუნდშია, გვყავს ხალხური სიმღერების მომღერალი, მოცეკვავე და სხვა შემოქმედებითი  უნარებით დაჯილდოებული ბავშვები არიან, რამაც ჩვენი საახალწლო კონცერტები კიდევ უფრო საინტერესო და შემოქმედებითი გახადა, რისთვისაც ყველა მოსწავლეს მინდა მადლობა გადავუხადო. ალბათ დამეთანხმებით რომ სკოლაში განსაკუთრებული კლასები პირველი და მეთორმეტეა. პირველკლასელები, რომლებმაც ახლა შეაბიჯეს სკოლაში და რომლებისთვისაც ყველაფერი საოცრად საინტერესო და ახალია და ბოლო, მეთორმეტე კლასი, რომლებიც ამთავრებენ სკოლას და ყველა აქტივობა ღონისძიება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, რადგან ისინი ამ წელს სკოლას ეთხოვებიან და ცხოვრების ახალ საფეხურზე გადადიან.

მიუხედავად იმისა, რომ მეთორმეტე კლასის მოსწავლეები საკმაოდ დატვირთულები არიან, მინდა გითხრათ, რომ დიდი ინტერესით იყვნენ ჩართულნი ამ წინასაახალწლო ღონისძიებაში, რომლის ფარგლებშიც ჩატარდა კლასების დაჯილდოება. მეთორმეტე კლასს, რომლის დამრიგებელიც ვარ მიენიჭა „საუკეთესო ფეშენ კლასის“ ტიტული. თავის მხრივ მოსწავლეებმა მეც გამიკეთეს საჩუქარი რომლისთვისაც მინდა მათ ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო. ეს არის გრავირებული კალამი, რომელიც ნამდვილად სამახსოვროა და დაუვიწყარი იქნება ჩემთვის.

ამასთან, მინდა აღვნიშნო ისიც, ჩვენი მოსწავლეები მაღალი აკადემიური შედეგებითაც გამოირჩევიან. 15 მეთორმეტე კლასის მოსწავლიდან 7 ოქროს მედლის კანდიდატია, რაც ნამდვილად საამაყო შედეგია.

- მართალია, მეორე სემესტრი საკლასო სივრცეში განახლდა, თუმცა უკვე არაერთი სკოლა და კლასი გადავიდა დისტანციურ სწავლებაზე. საინტერესოა გიმნაზიაში რა მდგომარეობაა ამ მხრივ, აქვს თუ არა რომელიმე მოსწავლეს ან მასწავლებელს ონლაინ სწავლება არჩეული და როგორ მიმდინარეობს სასწავლო პროცესი?

 - ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 26 სკოლაა. 25 საჯარო და 26-ე ჩვენი გიმნაზია კერძო, თუმცა როგორც უკვე იცით, სწავლა მოსწავლეებისთვის უფასოა.  ამ სკოლებიდან მხოლოდ ხუთ სკოლას მიენიჭა უფლება გადამზადებულიყვნენ ექთნები და სკოლაში წარმართულიყო მასწავლებელთა კოვიდტესტირება. ერთ-ერთი ამ ხუთიდან, სწორედ გიმნაზიაა. ინტენსიურად ტარდება ტესტირება და ინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ გვაქს არც მოსწავლეებში და არც მასწავლებლებში. ამასთან, ძალიან მაღალია მოსწავლეთა დასწრების მაჩვენებელი 95%-ზე მეტი მოსწავლეა სკოლაში და სწავლა ინტენსიურად მიმდინარეობს. ამასთან, მინდა აღვნიშნო რომ საკლასო ოთახებში სწავლის მიმდინარეობას ძალიან უწყობენ ხელს მშობლებიც. დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან საკითხს და დიდი მადლობა მათ ამისთვის.

- აუცილებლად უნდა გკითხოთ, მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებაზეც. როგორც ვიცით, გიმნაზიაში დიდი ყურადღება ექცევა პედაგოგების პროფესიულ წინსვლას, საინტერესოა როგორ უყურებენ მასწავლებლები უფროსი და წამყვანის სტატუსის მოსაპოვებლად დანიშნულ გამოცდებს და აპირებენ თუ არა გამოცდაზე გასვლას?

- მინდა, კიდევ ერთხელ გადავუხადო ძალიან დიდი მადლობა ჩემს პედაგოგებს დაუღალავი შრომისთვის. რა თქმა უნდა, დაწყებული აქვთ მასწავლებლებს მომზადება. მე როგორც გიმნაზიის ხელმძღვანელს მქონდა შეხვედრა კათედრის გამგეებთან. მათ დავავალე საგნის პედაგოგებთან კომუნიკაცია. როგორც უკვე ვიცი, პედაგოგების უმეტესობა აპირებს აღნიშნულ გამოცდებზე გასვლას და კომპეტენციის ამაღლებას და მათ წარმატებაში ეჭვი არ მეპარება.

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სპეციალურ მასწავლებლებს სერტიფიკატები გადაეცათ

ქულას მუშაობის დასრულებისთანავე დაინახავთ - NAEC ინფორმაციას ავრცელებს

გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი აგრძელებს მომავალი პედაგოგების წამახალისებელ სასტიპენდიო პროგრამას

რა შემთხვევაში არ შეინახავს ელჟურნალი განმავითარებელ კომენტარს - ეს უნდა გაითვალისწინოთ

პიროვნება

„სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს ურთიერთთანამშრომლობას და მოვალეობის სწორად გადანაწილებას“

„პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს გარემოს, რომელიც ხელსაყრელი და შესაბამისია თავისუფალი და კრიტიკულად მოაზროვნე მოქალაქის ჩამოყალიბებისთვის“

სპორტული შეჯიბრებები, რადგან ამ დროს იქმნებოდა საუკეთესო, პოზიტიური თანამშრომლობითი გარემო და მიყალიბდებოდა ემპათიის უნარი თანატოლის მიმართ 

ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი მიზანდასახულნი, შრომისმოყვარენი და შემოქმედებითნი არიან
სკოლები

მათ იცეკვეს, იმღერეს, სიტყვა წარმოთქვეს და შემოდგომაზე ვრცლად ისაუბრეს

არმატებულ სპორტსმენებს სკოლაში მოსწავლეებმა და პედაგოგებმა საზეიმო დახვედრა მოუწყვეს

 ღონისძიებას მასწავლებლები:  ლალი წულაია და ელენე სიხარულიძე, ხელმძღვანელობდნენ 

საინტერესო

ზარდების ემოციური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა ხშირად იცვლება, რაც ზეგავლენას ახდენს მათ ქცევასა და სწავლის უნარზე

AI განმარტებით, მასწავლებლის ჩაცმულობა მაინც დამოკიდებულია სკოლის კულტურასა და პოლიტიკაზე 

დისგრაფია სწავლის უნარის სპეციფიკური დარღვევაა - რა უნდა იცოდნენ მასწავლებლებმა და მშობლებმა

სიახლეები
საზოგადოება