მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ, სკოლებთან დაკავშირებით, დამატებითი განმარტებები გააკეთა და აღნიშნა, რომ ჯერჯერობით გადაწყვეტილება ასეთია: სკოლებს არ „შეეხებიან“, რადგან ყველა წამყვანი ინსტიტუცია გასცემს რეკომენდაციას, სკოლები დაიხუროს ბოლოს:
„ჩვენ რამდენიმე მნიშვნელოვანი ინსტიტუციის რეკომენდაციას ვეყრდნობით... მართალია, საერთო შეთანხმება ჯერ არ არის, მაგრამ უკვე ყველგან ერიდებიან მძიმე შეზღუდვებს, განსაკუთრებით, სკოლებთან მიმართებაში, სკოლა უნდა დაიკეტოს ბოლოს და გაიხსნას - პირველი, რამეთუ პანდემიამ, მოსახლეობის ჯანმრთელობასთან ერთად, დიდი ზიანი მიაყენა სასკოლო განათლებას.
ძალიან დიდი მსჯელობის საგანი იყო საკოორდინაციო საბჭოზე, მაგრამ ინფიცირების პროცენტი სკოლის მოსწავლეებში და ასევე, სკოლის პერსონალში, იმდენად დაბალია, გადავწყვიტეთ, ჯერჯერობით სკოლებს არ შევეხოთ“.
იხილეთ ასევე:
მასწავლებლებისთვის სავალდებულო კოვიდტესტირება უქმდება
რატომ არ დახურეს სკოლები - ამირან გამყრელიძის განმარტება
სკოლები გააგრძელებენ მუშაობას - მთავრობის გადაწყვეტილება
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ვინ გადაწყვეტს, გაივლიან თუ არა უმაღლესები ავტორიზაციას - საბჭოს წევრთა ვინაობა ცნობილია
მასწავლებელს 5 ათასი ლარი კვალიფიკაციის ასამაღლებლად გადაეცემა - რომელ პედაგოგებს ეხებათ სამინისტროს დებულება
„ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა ჩემი კოლექტივი და მოსწავლეები“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
პედაგოგი მოწაფეებს ნარჩენების მართვასა და ბუნების მოფრთხილების მნიშვნელობაზე ესაუბრა