მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მაჭატიის საჯარო სკოლამ სასწავლო წლის მეორე სემესტრი სასიამოვნო სიახლით დაიწყო. სკოლა დირექტორის, ანაიტ პარონიანის ძალისხმევით ცენტრალური გათბობის სისტემით აღიჭურვა.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელი მაჭატია მაღალმთიან სოფლებს მიეკუთვნება. ის ზღვის დონიდან 1700 მეტრზე მდებარეობს, სადაც ზამთარი მკაცრია.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, წლების განმავლობაში სკოლის ძირითადი გათბობის საშუალება შეშის ღუმელი იყო, რომლის მოხმარებასაც სხვადასხვა სირთულე ახლდა თან. მეორე სემესტრიდან მოსწავლეებს კი საოცარი საჩუქარი დახვდათ სკოლაში ცენტრალური გათბობის სისტემის სახით.
„ამ საქმეში ლომის წილი ქალბატონ ანაიტ პარონიანს მიუძღვის, რომელიც უკვე ერთი წელია ამ სკოლის დირექტორია.
„ხე ნაყოფით შეიცნობაო“-თქმულა და ჭაშმარიტებაა. ქალბატონი ანაიტი პედაგოგთა ოჯახიდანაა. მისი მამა წლების განმავლობაში ამ სკოლის დირექტორი იყო და მნიშვნელოვანია, რომ სოფლის მოსახლეობას საოცარი მოგონებები აკავშირებთ იმ პერიოდთან.
მრავალი კარგი საქმე გაეკეთებინოს მას. სიყვარულით გაკეთებული საქმე ყოველთვის წარმატებულია“,- აღნიშნავენ სკოლაში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცვლილებები სკოლის დირექტორებს, მასწავლებლებსა და რესურსცენტრების ხელმძღვანელებს შეეხება - მთავრობის 2025 წლის გეგმა ცნობილია
ფავორიტიზმი, სუბიექტური დამოკიდებულება... კიდევ რა გამოწვევები ახლავს ბაღებში შიდა კონკურსით კადრების დასაქმებას
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
პროექტი მოსწავლეებისთვის აღმოჩნდა აქტიუალური და მეტად საინტერესო