სიახლეები
სიახლეები

„izrune.ge-მ მოსწავლეების ცხოვრებაში მეტი ხალისი და მოტივაცია შემოიტანა“ - ხათუნა შათირიშვილი
26-01-2022
-
+


izrune.ge-ს პრიორიტეტი ბავშვებისთვის ცოდნის გაღრმავება, მოტივაციის ამაღლება და დამატებითი სტიმულის შექმნაა. პროექტის მთავარი მიზანი და საზრუნავიც სწორედ მოსწავლეა. ამ ინოვაციური პორტალის მნიშვნელობა განსაკუთრებულად პანდემიის მიმდინარეობისას იზრდება - მაშინ, როდესაც მოსწავლეებს დისტანციურად სწავლა უწევთ. მოსწავლეთა განვითარება დამრიგებელთა მთავარი, ყოველდღიური საზრუნავიცაა, ისინი ცდილობენ, რომ ბავშვები მეტად გაააქტიურონ და ტესტებში ჩართონ. ასე ისინი მოსწავლეებს დამატებით მიზანსა და განვითარების გზას უსახავენ.

სწორედ ასეთი მზრუნველი პედაგოგია ხათუნა შათირიშვილი, ბათუმის N3 საჯარო სკოლის II კლასის დამრიგებელი. მზრუნველი დამრიგებლის მოსწავლეები izrune.ge-ში აქტიურად და დიდი წარმატებით მონაწილეობენ. 

- izrune.ge-ში როგორია თქვენი ისტორია?

- izrune.ge-ში პირველივე დღიდანვე აქტიურად ვართ ჩართულები. პირველივე დღეს, როგორც კი ამ პორტალის შესახებ გავიგეთ მაშინვე ჩავერთეთ, რადგან მოსწავლეებს უფრო მეტად ავითარებს, ახალისებს და ეს დამატებითი აქტივობა მათთვის ძალიან კარგია. ტესტებს საკლასო ოთახშიც გავდივართ - თუ რაიმე ვერ გაიგეს, რა შეცდომები დაუშვეს ამ ყველაფერს დეტალურად განვიხილავთ. შემდგომში მოსწავლეები უფრო კარგად ასრულებენ ტესტებს. ძალიან უყვართ და ყოველ ხუთშაბათს დიდი ხალისით ელოდებიან. ყოველთვის აღვნიშნავ, რომ ამ პორტალის საშუალებით ბავშვებმა გაიგეს რომ კომპიუტერის, ტექნიკისა და სოციალური ქსელის გამოყენება არამხოლოდ გასართობად, არამედ განათლების მისაღებად გამოყენება შეუძლიათ.



- ტესტირების მომზადების პროცესი როგორია, მოსწავლეები თავად იჩენენ ინიციატივას თუ თქვენ გიწევთ შეხსენება?

- თავდაპირველად მშობლების ჩართულობა დასჭირდათ, თუმცა ახლა უკვე თავისით ერთვებიან. იციან, რომ ხუთშაბათს izrune.ge-ს ტესტებია და ამ დღეს მოუთმენლად ელიან. როგორც კი შეტყობინებას იღებენ ყოველგვარი დახმარების გარეშე, დამოუკიდებლად იღებენ მონაწილეობას და დიდი მონდომებით აკეთებენ ტესტებს.

- თქვენი მოსწავლეები ტესტირებაში წარმატებით და აქტიურად მონაწილეობენ, რა არის თქვენი მიზანი, რასაც გინდათ რომ მიაღწიოთ?

- მე ეს ტესტირება ჯერ მხოლოდ იმისთვის მიხარია, რომ ასეთი აქტივობა ბავშვისთვის აუცილებელია. izrune.ge-ს ტესტებს საგაკვეთილო პროცესში აქტიურად ვიყენებთ. ძალიან მომწონს ეს ტესტები და როდესაც, ბავშვებს შესრულებული დავალებები მოაქვთ ამით ძალიან კმაყოფილი ვარ.



- მშობლები რამდენად არიან დაინტერესებულები ტესტირების მიმდინარეობითა და შედეგებით?

- მშობლები ძალიან დიდ დაინტერესებასა და კმაყოფილებას გამოთქვამენ. izrune.ge-ს შესახებ როგორც კი გაიგეს მაშინვე დიდი ხალისით ჩაერთნენ და შვილებს ძალიან უწყობენ ხელს. თავადვე ხედავენ, თუ რა შედეგებზე გადიან მათი შვილები - ხედავენ ბავშვები დამოუკიდებლად როგორ მონდომებით მუშაობენ და ამისთვის დიდ კმაყოფილებას გამოთქვამენ.

- ქალბატონო ხათუნა, როგორ ფიქრობთ რამდენად საპასუხისმგებლო როლი გიკავიათ მოსწავლის ცხოვრებაში, როგორც დამრიგებელს?

- დამრიგებელს მოსწავლის ცხოვრებაში ძალიან დიდი როლი აქვს. დამრიგებლობა, ამავე დროს დიდი პასუხისმგებლობაა, არამარტო იმიტომ, რომ მოსწავლის განათლებაზე ზრუნავს, არამედ იგი ბავშვისთვის პირადი მაგალითია, განსაკუთრებით კი დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის. დამრიგებელი ყოველთვის უნდა ზრუნავდეს რომ ბავშვი საგაკვეთილო პროცესში მაქსიმალურად ჩართოს და ის, ვინც სუსტია უფრო მეტად გაააქტიუროს თუ წაახალისოს.

- როგორ ფიქრობთ, რა როლის აქვს izrune.ge-ს ტესტებს სასკოლო ცხოვრებაში, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტორსაც, რომ პანდემიის გამო ბავშვებს სხვადასხვა აქტივობებში ხშირად მონაწილეობა არ უწევთ?

- izrune.ge-მ მოსწავლეების ცხოვრებაში მეტი ხალისი და მოტივაცია შემოიტანა. ისინი დავალებებს უფრო ხალისით აკეთებენ. ტესტები მათთვის ძალიან სახალისო და საინტერესოა; ასევე, როდესაც მოსწავლე ხედავს დამოუკიდებლად მუშაობისას რამდენად მაღალ ქულებს იღებს უფრო მეტი მოტივაცია უჩნდება. ასევე, ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, სახელმძღვანელოშიც შეგვხვედრია მსგავსი საკითხები და ბავშვები ადვილად უმკლავდებიან. izrune.ge-ს ტესტებს პრაქტიკაშიც დიდი აქტივობით ვიყენებთ.
 

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ვინ გადაწყვეტს, გაივლიან თუ არა უმაღლესები ავტორიზაციას - საბჭოს წევრთა ვინაობა ცნობილია

მასწავლებელს 5 ათასი ლარი კვალიფიკაციის ასამაღლებლად გადაეცემა - რომელ პედაგოგებს ეხებათ სამინისტროს დებულება

დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვის მიმართ შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაციულ ქმედებებს

პიროვნება
სკოლები

პედაგოგი მოწაფეებს ნარჩენების მართვასა და ბუნების მოფრთხილების მნიშვნელობაზე ესაუბრა

პროექტის მიზანია მრავალეთნიკური თბილისის შესწავლა

მოსწავლეებმა შესწავლილი ტექსტის მიხედვით, მოამზადეს რეკლამები და გამართეს „ვაჭრობა“

სკოლაში მოსწავლეს წარმატებას ულოცავენ და ახალი სიმაღლეების დაპყრობას უსურვებენ

7 მარტს, კოლეჯი „ახალი ტალღაში“ სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრები გამოფენა

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება