მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საინტერესოა, რომ ბავშვები სკოლაში სამი წლიდან მიდიან. 3-დან 6-წლამდე ბავშვებისთვის განკუთვნილი Infantil ბაღს წააგავს. აღნიშნული ასაკობრივი ჯგუფები განლაგებულია სკოლის შენობაში, სადაც ბავშვები 12 წლამდე სწავლობენ.
სამწლიანთა ჯგუფებშივე უვითარებენ ემოციურ ინტელექტს. სკოლაში ყველაზე პატარებს ემოციების ამოცნობას, მიმიკასა და ჟესტებს თამაშით ასწავლიან.
ბავშვმა სამი წლიდან უკვე ურთიერთობის პირველი წესები იცის: მოსმენა, რიგის დაცვა, წაგების ღირსეულად მიღება და ა.შ. მეტყველების დაწყებისთანავე ემოციების სიტყვიერად გამოხატვა უნდა იცოდნენ: „მიხარია“, „გაბრაზებული“ ან „მოწყენილი ვარ“, „მეშინია“. სხვისი გრძნობების დაცინვა კი დაუშვებელია.
აკრძალულია ზღაპრებიც სადაც მშიშრებსა და უსაქმურებს დასცინიან. რადგან სწავლება შესაძლებელია წახალისებით, ხოლო ბავშვის გულწრფელობა და ემოციების გამოხატვა - ყველაზე ფასეულია.
ერთნაირი ლანჩბოქსები და მერხები სანაპიროზე
ესპანეთში მიღებულია, რომ ყველა მოსწავლემ სკოლაში ისადილოს, ლანჩზე კი წინასწარ შერჩეული ხემსი მიიტანოს. თუ დღეს ყველას ყველი აქვს, ხვალ იოგურტი და ხილი მიაქვს - არავითარი უთანასწორობა. მასწავლებლები დედებს მესიჯს წერენ თუ რა უნდა ჩააწყონ ლანჩბოქსში, შემდეგ კი მას ამოწმებენ.
მოსწავლის დღიურში მისი ჯანმრთელობის ან გუნება-განწყობის შესახებ ჩანაწერი ჩვეული ამბავია. მაგალითად, მშობლებს შეუძლიათ მასწავლებლებს მიწერონ, რომ ბავშვმა კარგად ვერ გამოიძინა ან განაწყენებულია, რადგან ძმასთან იჩხუბა.
ესპანეთში პანდემიის პერიოდში პოპულარული გახდა გაკვეთილები ღია ცის ქვეშ, პარკებში და სანაპიროებზე. არის სკოლები, რომლებმაც სანაპიროს ტერიტორიაც კი აითვისეს და იქ მერხები განალაგეს.
ემოციების ზოოპარკი და ინტერაქტიული საქაღალდე საკუთარი თავის შესახებ
მიუხედავად იმისა, რომ დაწყებით სკოლაში თითოეულ კლასს ერთი მასწავლებელი ჰყავს და მოსწავლეები ერთ კაბინეტში სწავლობენ, ეს ექვსი წელი - ერთნაირი არ არის. სწავლების მიზნების მიხედვით დაწყებითი სკოლა დაყოფილია სამ ციკლად: დაწყებითი, საშუალო და გამოსაშვები.
6-8 წლის მოსწავლეებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია EQ. შესაბამისად, საჭიროა ლექსიკის ემოციების გამომხატველი რამდენიმე ათასამდე სიტყვით გაზრდა. ზრდასრულები ცდილობენ, რომ ბავშვმა ემოციების გაკონტროლება ისწავლოს, მაგრამ შეუძლებელია იმის მართვა რაც არ იცი. ამიტომ, მასწავლებელბი მოსწავლეებს რეგულარულად ეკითხებიან - მაგალითად ძალიან უხარიათ თუ ისე რა? გუნება-განწყობის განმსაზღვრელი სტიკერები ესპანურ სკოლებში ბევრად მეტია ვიდრე სხვაგან. რადგან თავად ემოციის გარდა საჭიროა მისი ინტენსივობის დონის შეფასება.
საზოგადოებათმცოდნეობაზე, რომელსაც მოსწავლეები პირველი კლასიდან სწავლობენ, გარდა იმისა, რომ ადამიანის უფლებების, პროფესიებსა და დაწესებულებების შესახებ სწავლობენ, ემოციების ზოოპარკს თამაშობენ. მაგალითად, ბრაზი - ლომია, რომელიც ღრიალებს, რადგან რაღაც ისე არ მოხდა, როგორც მას უნდოდა. ბავშვს ასწავლიან, რომ ცხოვრებაში ხშირად არის იმედგაცრუება, მაგრამ ეს უნდა მიიღოს და გზა გააგრძელოს.
ასევე, მოსწავლეები საკუთარი თავის შესახებ ქმნიან ინტერაქტიულ საქაღალდეს, რომელიც დაყოფილია განყოფილებებად: იდეები, ხასიათი, ფანტაზიები, იმედები, შიშები, გეგმები, სხეული და ურთიერთობა.
ხატვა და მუსიკა ასევე ის საგნებია, რომლებზეც EQ-ს არ ივიწყებენ. მუსიკაზე ასწავლიან არა მხოლოდ სიმღერას, არამედ ფლეიტაზე, ვილოინოზე დაკვრას. ხატვის გაკვეთილზე კი გრძნობების ფერებით გადმოცემას სწავლობენ.
ხელოვნება ესპანელისთვის წმინდაა. თუ მოსწავლე კარგად სწავლობს, მაგრამ საერთოდ არ იცის ხატვა ან მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრა მას კლასში ტოვებენ.
ემოციების კონტროლი ისეთივე უნარია, როგორც ცურვა, დარწმუნებულნი არიან ესპანელები
დაწყებითი სკოლის საშუალო საფეხური: ემოციების რეგულირებასა და სტრესთან გამკლავებას ეთმობა. 8-10 წლის ბავშვები იკვლევენ, თუ რა ეხმარებათ სტრესის მოხსნასა და დადებითი ემოციების მიღებაში. გარდა საინტერესო ექსკურსიებისა და ბუნებაში დასვენებისა, მოსწავლეები საქმეთა ნუსხაში წერენ ისეთ მნიშვნელოვან დავალებებს, როგორიცაა - ვარსკვლავებზე დაკვირვება, ლეკვთან ჩახუტება, დაისის გადაღება და ა.შ.
დაწყებითი სკოლის კურსდამთავრებულმა კი უკვე იცის ადამიანის უფლებათა დეკლარაცია, იცნობს დისკრიმინაციის საწინააღმდეგო დოკუმენტებს და სოციალური კონფლიქტის გადაჭრის გზების შესახებ არაერთი იდეა აწუხებს. მათ ასევე იციან თანაგრძნობა, სხვისი ემოციური მდგომარეობის გაგება, აქვთ ღირსების გრძნობა და კარგად მუშაობენ ჯგუფში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რა შემთხვევაში მიიჩნევა სწავლის შედეგი მიღწეულად
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მსგავსი აქტივობები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს
სკოლაში მოსწავლეს სწავლაში მიღწეულ წარმატებასა და დამსახურებული ჯილდოს მიღებას დიდი სიყვარულით ულოცავენ
მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ