სიახლეები
სიახლეები

ოსური წარმომავლობის ქართველი სტუდენტი, რომელმაც პროფესია მომავალი თაობების აღზრდას დაუკავშირა
27-01-2022
-
+


გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი გიორგი ელიაური გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მორიგი სტიპენდიანტია. იგი საკუთარი პროფესიის სიყვარულითა და სიბეჯით ცდილობს დაამტკიცოს, რომ მასწავლებლობა - ეს ის პროფესიაა, რომლის სწავლაც ნამდვილად ღირს.


პედაგოგობისადმი ინტერესი გიორგის ბავშვობიდანვე გაუჩნდა. პატარაობაშიც კი მისი საყვარელი თამაში სწორედ „მასწავლებლობანა“ იყო. ყოველთვის უყვარდა, როდესაც თავის ძმას და მეზობელ ბავშვებს სახალისო გაკვეთილებს უტარებდა, თუმცა სტერეოტიპულმა ხედვამ, რომ მასწავლებლობა კაცების საქმე არაა და რჩევებმა, რომ ეს ძალიან დაუფასებელი პროფესიაა, გიორგიზე დიდი გავლენა მოახდინეს და გარკვეული პერიოდის განმავლობაში მას საბოლოო არჩევანის მიღება გაუჭირდა. იმის გაცნობიერებამ, რომ არცერთ სხვა პროფესიასთან მას ისეთი ძლიერი კავშირი ვერ ექნებოდა, როგორც მასწავლებლობასთან, აბიტურიენტი ბიჭის ცხოვრება კვლავ პედაგოგობას დაუკავშირა. გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაბარებამ კი ის დაარწმუნა, რომ ამ არჩევანს არც არასოდეს ინანებდა. 

გიორგი ეთნიკურად ოსია და ბავშვობა ცხინვალის რაიონის სოფელ ვილდადაში გაატარა. თუმცა 2008 წლიდან მოყოლებული გორში ცხოვრობს. გიორგი ცდილობს, ოსური ენა სხვებსაც ასწავლოს, რისთვისაც ოსური ენის ონლაინ გაკვეთილებს ატარებს. პარალელურად კი ჟურნალისტობასაც ითავსებს:

„2008 წელს დედამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დაგვეტოვებინა მშობლიური სოფელი ვილდა და წამოვსულიყავით. ბევრმა რთულმა წელმა განვლო მას შემდეგ, უცხო მხარეში; თუმცა აი, მე აქ ვარ. ვარ სტუდენტი, პარალელურად ვმუშაობ ჟურნალისტად - ვიღებთ ოსურენოვან რეპორტაჟებს შიდა ქართლში მცხოვრები ეთნიკურად ოსი მოსახლეობის შესახებ, რაც ძალიან დიდ მიღწევად მიმაჩნია, რადგან საქართველოში საჯაროდ ისმის ოსური საუბარი. ასევე, სრულიად უსასყიდლოდ ვასწავლი ოსურ ენასაც მიუხედავად იმისა, რომ ოსურ სკოლაში არ მისწავლია“.

წარმატებული სტუდენტი თავისუფალ დროსაც საკმაოდ საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობითაა დაკავებული: წერს მოთხრობებს, ლექსებს, ჩანახატებს; თარგმნის ქართველი მკითხველისთვის უცნობ ოსურ ლიტერატურულ ნაწარმოებებს; ასევე, ძალიან უყვარს კითხვა, მუსიკის მოსმენა და ფილმების ყურება. მისი საყვარელი ფრაზაა: „არცერთი დღე მეცადინეობის გარეშე“, რომელიც რომაული გამონათქვამიდან - „Nulla dies sine linea“ იღებს სათავეს და გიორგიც ცდილობს, ეს ფრაზა თავის ცხოვრებას მოარგოს.

გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის სტიპენდიანტობამ გიორგი კიდევ უფრო დაარწმუნა, რომ მასწავლებლობა საქართველოში დაფასებულია. ამან კი სტიპენდიანტი პედაგოგობისკენ მიმავალ გზაზე მეტი შემართებით, იმედითა და მოტივაციით აავსო, რაც მისთვის მატერიალურ კეთილდღეობაზე ბევრად უფრო მნიშვნელოვანია. სტუდენტური სტიპენდიების პროგრამა მომავალი მასწავლებლებისთვის გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის ინიციატივითა და 6 პარტნიორ უმაღლეს სასწავლებელთან პარტნიორობით ხორციელდება. პროგრამა ყოველ სემესტრში სტიპენდიას მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე 60 სტუდენტისათვის გამოყოფს.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ვინ გადაწყვეტს, გაივლიან თუ არა უმაღლესები ავტორიზაციას - საბჭოს წევრთა ვინაობა ცნობილია

მასწავლებელს 5 ათასი ლარი კვალიფიკაციის ასამაღლებლად გადაეცემა - რომელ პედაგოგებს ეხებათ სამინისტროს დებულება

დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვის მიმართ შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაციულ ქმედებებს

პიროვნება
სკოლები

პედაგოგი მოწაფეებს ნარჩენების მართვასა და ბუნების მოფრთხილების მნიშვნელობაზე ესაუბრა

პროექტის მიზანია მრავალეთნიკური თბილისის შესწავლა

მოსწავლეებმა შესწავლილი ტექსტის მიხედვით, მოამზადეს რეკლამები და გამართეს „ვაჭრობა“

სკოლაში მოსწავლეს წარმატებას ულოცავენ და ახალი სიმაღლეების დაპყრობას უსურვებენ

7 მარტს, კოლეჯი „ახალი ტალღაში“ სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრები გამოფენა

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება