მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალდის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქველმოქმედო ინტელექტუალურ შეჯიბრში გაიმარჯვეს.
ინტელექტუალური შეჯიბრი - „რა? სად? როდის?“ 21 იანვარს მარტვილის N1 საჯარო სკოლაში გაიმართა.
პროექტში კერძო სკოლა „სხივი“, მარტვილის N2, სალხინოს, ბალდის და გაჭედილის საჯარო სკოლები მონაწილეობდნენ.
ღონისძიება კოვიდრეგულაციების სრული დაცვით გაიმართა.
შეჯიბრი 3 სკოლას შორის თანაბარი ანგარიშით წარიმართა, რის გამოც მონაწილეებს დამატებით სარეზერვო კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწიათ.
საბოლოოდ, გამარჯვება მოიპოვა ბალდის საჯარო სკოლამ.
აღსანიშნავია, რომ ბალდის საჯარო სკოლის დირექტორის ქეთევან ბაჩილავას თქმით, სკოლაში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში უწყვეტად მიმდინარეობს. ონლაინ სწავლებაზე არცერთი მოსწავლე არ იმყოფება. ამასთან, სკოლაში რეგულაციებს ზედმიწევნით იცავენ.
საქველმოქმედო ინტელექტუალურ შეჯიბრი - „რა? სად? როდის?“ მარტვილის ახალგაზრდული ჯგუფის ორგანიზებით გაიმართა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცვლილებები სკოლის დირექტორებს, მასწავლებლებსა და რესურსცენტრების ხელმძღვანელებს შეეხება - მთავრობის 2025 წლის გეგმა ცნობილია
ფავორიტიზმი, სუბიექტური დამოკიდებულება... კიდევ რა გამოწვევები ახლავს ბაღებში შიდა კონკურსით კადრების დასაქმებას
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
პროექტი მოსწავლეებისთვის აღმოჩნდა აქტიუალური და მეტად საინტერესო