მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მასწავლებელთა სავალდებულო კოვიდტესტირების შესაძლო შეჩერებამ (რაც დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა რამდენიმე დღის წინ გაახმოვანა), პედაგოგებში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. ნაწილი აღნიშნავს, რომ ყოველკვირეული ტესტირება აუცილებელია, მითუმეტეს, რომ მთავრობა, კორონავირუსის ათასობით შემთხვევის მიუხედავად, სკოლებს არ კეტავს, ნაწილი კი ტესტირების შეჩერებას სიხარულით ხვდება.
2020 წლიდან მასწავლებლები სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხაში შედიან და მათთვის გეგმიური ტესტირება სრულიად უფასო იყო. როგორ აფასებენ პედაგოგები გეგმური ტესტირების გაუქმებას მეექვსე ტალღის დაწყებისას, მაშინ, როდესაც სპეციალისტები რთულ თებერვლის თვეს ვარაუდობენ?
მასწავლებლები etaloni.ge-სთან საუბრობენ:
„გამიხარდა, რადგან უსამართლობის შეგრძნება მქონდა. ყოველკვირეულად ტესტი მიკეთდებოდა, თითქოს მე და ჩემი კოლეგები ვიყოთ მხოლოდ ვირუსის გამავრცელებლები და გვამოწმებდნენ“.
„თავს მშვიდად ვგრძნობდი გეგმური ტესტირების შემდეგ. პედაგოგებისთვის ერთგვარი კომფორტი იყო, რომ სკოლაშივე გვიკეთებდნენ ტესტებს და რომელიმე სამედიცინო პუნქტში სირბილი არ გვიწევდა. საწყენია, რომ ტესტირების შეჩერებას გეგმავენ“.
„ვფიქრობ, რომ აზრი დაკარგა ტესტირებამ. თან, როგორც ამბობენ, ახალი შტამი შეიძლება სულ არ დაფიქსირდეს, მაგრამ ვირუსის მატარებელი იყოო. თუ ასეა, მართლაც საჭირო აღარაა გეგმიური ტესტირებები“.
„ცხვირებს დავასვენებთ, დიდი დისკომფორტი იყო ჩვენთვის. აღარ მოგვიწევს ტესტირების რიგში დგომა, სადაც თავშეყრის გამო დაინფიცირების რისკი უფრო მეტად იყო. მივესალმები ამ გადაწყვეტილებას“.
„რომ არა გეგმური კოვიდტესტირება, მე და ჩემი შვილი (რომელიც ასევე მასწავლებელია) ვერ გავიგებდით, რომ ინფიცირებულები ვიყავით. მხოლოდ უმნიშვნელო სიმპტომები გვქონდა (სურდო ერთი დღე), ეჭვიც არ მიმიტანია კოვიდზე, არადა ტესტით დადასტურდა და დროულად გადავედით იზოლაციაში. ვფიქრობ, თუ სკოლაში სწავლება დასწრებულ ფორმატში იქნება, ტესტირება არ უნდა შეაჩერონ“.
შეგახსენებთ, რომ მასწავლებელთა გეგმური კოვიდტესტირება დროებით შეჩერდება, ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთლობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. აქამდე აუცრელ და ერთხელ აცრილ პედაგოგებს სწრაფი ტესტი კვირაში ერთხელ უტარდებოდათ, სრულად ვაქცინირებული მასწავლებლები კი PCR ტესტს ორ კვირაში ერთხელ იკეთებდნენ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - „პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო“
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა