ერკეთის საჯარო სკოლაში დიდთოვლობის მიუხედავად სასწავლო პროცესი არ შეწყვეტილა
28-01-2022
დაკოპირებულია
-
+
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საჯარო სკოლაში დიდთოვლობის მიუხედავად სასწავლო პროცესი არ შეწყვეტილა. სკოლაში სწავლა კოვიდრეგულაციების სრული დაცვით მიმდინარეობს და მოსწავლეებისთვის უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად დირექცია ზრუნავს.
ასევე, აღსანიშნავია რომ მოსწავლეებს სკოლაში თოვლთან ერთად სითბო, ინტერნეტი და მზრუნველი პედაგოგები დახვდნენ.
„წელს ზეცამ ფიფქები არ დაიშურა გურიისთვის. სოფელ ერკეთში განსაკუთრებით დიდია თოვლის საფარი, მიუხედავად ამ ყველაფრისა ერკეთის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი არ შეწყვეტილა. „სოფელი თეთრ ფატაში გამოწყობილ პატარძალს ჰგავდა“. ნაძვის ტოტებსაც უიმედოდ დაეშვათ მხრები, ალბათ არ ჰქონდათ იმედი სკოლის კარებს თუ შეაღებად ვინმე, მაგრამ ბავშვების ჟრიამულმა შეცვალა სევდიანი განწყობა. გუნდაობისგან გათოშილ ხელებს გათბობის საშუალებაც აქვთ. მშობლიური სკოლა „ხელებგაშლილი“ შეეგება თავის პატარებს: სითბო, სისუფთავე, უსაფრთხო გარემო, შეუფერხებელი შუქი და ინტერნეტი, თბილი და მზრუნველი პედაგოგები ყოველგვარ ამინდში ელოდებათ ერკეთის საჯარო სკოლაში“, - წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.