მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
წარჩინებული მოსწავლეებისთვის კომპიუტერების გადაცემის საკითხი კვლავ აქტუალური რჩება. მკითხველის ინტერესიდან გამომდინარე Etaloni.ge-მ კიდევ ერთხელ დააზუსტა როდის მიიღებენ მოსწავლეები კუთვნილ კომპიუტერებს.
როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განაცხადეს, 31 აგვისტოს ჩათვლით ყველა მოსწავლე მიიღებს კომპიუტერს.
„ტენდერი იყო გამოცხადებული, რომელიც უკვე დასრულდა. ხელშეკრულებაც გაფორმებულია მოგებულ კომპანიასთან და არის რიგი შემდგომი პროცედურები. როგორც კი ეს პროცედურები დასრულდება, მაშინვე, ეტაპობრივად დაიწყება კომპიუტერების დარიგება. ჩვენი ინფორმაციით, კომპიუტერების გადაცემა უნდა დასრულდეს 31-აგვისტომდე “, - განაცხადეს უწყებაში.
ტენდერის დოკუმენტაციაში ვკითხულობთ, რომ ვინაიდან 2020 წელს წარჩინებული მოსწავლეებისათვის გადასაცემი კომპიუტერების შესყიდვა ვერ მოხერხდა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, ეს მოსწავლეები 2022 წელს უნდა დაჯილდოვდნენ. 2019-2020 სასწავლო წლის წარმატებული მოსწავლეების რაოდენობა 4461-ია. რაც შეეხება 2020-2021 სასწავლო წლის წარჩინებულ მოსწავლეებს, მათი რაოდენობა სტატისტიკიდან გამომდინარე სავარაუდოდ 4 385 ბენეფიციარი იქნება.
პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური (VII, VIII და IX კლასები) წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცვლილებები სკოლის დირექტორებს, მასწავლებლებსა და რესურსცენტრების ხელმძღვანელებს შეეხება - მთავრობის 2025 წლის გეგმა ცნობილია
ფავორიტიზმი, სუბიექტური დამოკიდებულება... კიდევ რა გამოწვევები ახლავს ბაღებში შიდა კონკურსით კადრების დასაქმებას
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
პროექტი მოსწავლეებისთვის აღმოჩნდა აქტიუალური და მეტად საინტერესო