მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხარის N1 საჯარო სკოლაში უკვე მესამე წელია ფუნქციონირებს თეატრალური დასი, რომელმაც არაერთ წარმატებას მიაღწია.
წელს, ჩხარის N1 საჯარო სკოლის თეატრალური დასი სპექტაკლით - „მუნჯი ცოლი“ „მაკ ჯორჯიას“ თეატრალურ ფესტივალში მონაწილეობდა. დასის წევრი ანნა ფართლაძე ფესტივაზე ქალის კომედიური როლის საუკეთესოდ შემსრულებლად დასახელდა.
სკოლა „მაკ ჯორჯიას“ თეატრალური ფესტივალის ორგანიზებისა და მოსწავლეთა განვითარებაზე ზრუნვისთვის მადლობას უხდის. ანნა ფართლაძეს კი მოპოვებულ წარმატებას ულოცავს.
„გვსურს სკოლის სახელით მადლობა გადავუხადოთ MAC Georgia -ს გუნდს იმისთვის, რომ ზრუნავენ მოსწავლეების მრავალმხრივ განვითარებაზე, რათა საკუთარი ნიჭი და შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოავლინონ, საშუალებას აძლევენ ჩაერთონ სხვადასხვა პროექტებში, გამოიყენონ სკოლის პერიოდი მაქსიმალურად და მიიღონ არაფორმალური განათლება.
განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ჩხარის თეატრალური დასის რეჟისორს, ბატონ ზურა აბესაძეს გაწეული შრომისათვის.
ასევე გვინდა ჩვენი სკოლის მოსწავლეს, თეატრალური დასის წევრ ანნა ფართლაძეს მივულოცოთ ქალის კომედიური როლის საუკეთესოდ შესრულებისათვის აღებული ნომინაცია და ვუსურვოთ მას უამრავი წარმატება.
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა „მაკ ჯორჯიას“, რომ ზრუნავს ჩვენი მოსწავლეების განვითარებისათვის!“,- აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცვლილებები სკოლის დირექტორებს, მასწავლებლებსა და რესურსცენტრების ხელმძღვანელებს შეეხება - მთავრობის 2025 წლის გეგმა ცნობილია
ფავორიტიზმი, სუბიექტური დამოკიდებულება... კიდევ რა გამოწვევები ახლავს ბაღებში შიდა კონკურსით კადრების დასაქმებას
izrune.ge-ს წარჩინებულ მოსწავლეთა დაჯილდოების ღონისძიებაზე პროექტის დადებით მხარეებზე ისაუბრეს - „იზრუნე“ ზრდის მოტივაციას და სწავლის სურვილს
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მნიშვნელოვანია, ბავშვებმა შეიყვარინ და იკითხონ წიგნები