აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის თბილისის N42 საჯარო სკოლის მორიგი კურსდამთავრებულის წარმატება
28-01-2022
დაკოპირებულია
-
+
აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის თბილისის N42 საჯარო სკოლას უამრავი წარმატებული კურსდამთავრებული ჰყავს, რომელთა წინსვლას სკოლა საზოგადოებას ყოველთვის სიხარულით უზიარებს.
საბა კობახიძე სკოლის კიდევ ერთი წარმატებული კურსდამთავრებულია, რომლის შესახებაც სკოლა ინფორმაციას დიდი სიხარულით ავრცელებს.
საბა კობახიძე ამჟამად მაქსის სკოლის ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერიის სტუდენტია. საბამ მაქსის თანასკოლელთან ელგუჯა არჩემაშვილთან ერთად სამეცნიერო ნაშრომი შეასრულა, რომელიც წარმოდგენილი იქნება მადრიდში (ესპანეთი) გასამართ სიმპოზიუმზე (EuCaP 2022). სიმპოზიუმი საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში უახლეს მიღწევებს ეძღვნება.
აღნიშნულ ღონისძიებაზე, რომელიც ევროპის წამყვან ღონისძიებად ითვლება ამ სფეროში, მეცნიერები წარადგენენ როგორც თეორიულ, ასევე ექსპერიმენტულ მიღწევებს საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში თანამედროვე მასალების გამოყენებით.
„საბას და ელგუჯას ნაშრომი ეხება მთლიანად დიელექტრიკულ ბაზაზე აწყობილ ინფორმაციის გადაცემის ხელსაწყოს ანალიზს, რომელიც მუშაობს 60 გიგაჰერცის ზევით მაღალ სიხშირეებზე. რიცხვითი შედეგების მისაღებად გამოყენებულია ნეირონული ქსელი, შესაბამისად ჯერ ხდება აღნიშნული ქსელის ე.წ. "სწავლება" და ამის შემდეგ უკვე გაწვრთნილი ნეირონული ქსელი იძლევა შედეგებს სტრუქტურის ნებისმიერი კონფიგურაციისათვის ძალიან მცირე დროში. ეს საშუალებას გვაძლებს საგრძნობლად შევამციროთ ოპტიმიზაციის დრო. ნაშრომის ბაზაზე იგეგმება სხვა არაერთი ნაშრომის დაწერა როგორც თეორიული, ასევე ექსპერიმენტული. ნაშრომის დაწერაში ჩართული იყვნენ პენსილვანიის უნივერსიტეტის (აშშ), დუისბურგ-ესსენის უნივერსიტეტის (გერმანია), პოსტეხის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (სამხრეთ კორეა) და ფუკუოკას ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (იაპონია) სამეცნიერო ჯგუფები. ნაშრომის ხელმძღვანელია მაქსის სკოლის პროფესორი ვახტანგ ჯანდიერი“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.