მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მასწავლებლობის მსურველებმა სკოლაში დასაქმებამდე არც თუ ისე მარტივი გზა უნდა გაიარონ. მათ, ვისაც ბაკალავრის დიპლომში „მასწავლებელი“ უწერია, სკოლაში დასაქმებამდე მხოლოდ საგნის გამოცდა უნდა ჩააბარონ, ხოლო მათ, ვისაც განათლება განსხვავებული პროფესიით აქვთ მიღებული, გამოცდის ჩაბარების შემდეგ უნივერსიტეტში მასწავლებლის მოსამზადებელი ერთწლიან პროგრამაზე უნდა ისწავლონ. ყოველივე ამის შემდეგ მასწავლებლობის მსურველებს სკოლაში გამოცხადებულ ვაკანსიაზე კონკურსში მონაწილეობის უფლება ექნებათ, თუმცა არსებობს გზაც, რომლის მიხედვითაც დირექტორს შეუძლია პირი სკოლაში ყოველგვარი კონკურსის გარეშე დაასაქმოს.
ვისი დასაქმება შეუძლია დირექტორს კონკურსის გარეშე? ირღვევა თუ არა კანონი, როდესაც სკოლის ხელმძღვანელი მასწავლებელს სკოლაში ვაკანსიის გამოცხადების გარეშე დაასაქმებს?
დირექტორს უფლება აქვს მოწვეული ან შემცვლელი მასწავლებლები სკოლაში დაასაქმოს კონკურსის გარეშე. როგორც კანონშია განსაზღვრული, სკოლის ხელმძღვანელი ამით კანონს არ დაარღვევს, ვინაიდან ამ ნაბიჯის გადადგმა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების შეუფერხებელი მუშაობისთვის შეიძლება გახდეს აუცილებელი.
რა უნდა შეეძლოს მოწვეულ/შემცვლელ მასწავლებელს და რით განსხვავდებიან ისინი სტატუსიანი პედაგოგებისგან?
მოწვეულ მასწავლებლობის კანდიდატს უნდა გააჩნდეს შესაბამისი საგნის სწავლებისთვის საჭირო კომპეტენცია ან შესაბამის სფეროში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება. ამასთან, მოწვეული მასწავლებლის საათობრივი დატვირთვა არ უნდა აღემატებოდეს 9 საათს.
შემცვლელ მასწავლებლობის კანდიდატს კი უნდა გააჩნდეს სულ მცირე ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნობრივი ჯგუფის მიმართულებით ბაკალავრის აკადემიური ხარისხი და უნდა აკმაყოფილებდეს მოწვეული მასწავლებლისათვის დადგენილ მოთხოვნებს. შემცვლელი მასწავლებლის ვალდებულებაა, ჩაანაცვლოს დროებით არმყოფი მასწავლებელი.
მოწვეულ და შემცვლელ მასწავლებლებს სტატუსი არ აქვთ, შესაბამისად, ისინი სხვა პედაგოგებზე ნაკლებ ანაზღაურებას იღებენ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.