სიახლეები
ინტერვიუ

„სკოლებში მთავარ გამოწვევად კვლავ პანდემია რჩება“ - ირმა ბერიძე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის ვაზიანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი
28-01-2022
-
+


ირმა ბერიძე გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზიანის  N2 საჯარო სკოლის დირექტორია. ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა დირექტორობა 2011 წელს გადაწყვიტა და სიტყვა საქმედ აქცია, თუმცა არც მასწავლებლობას ჩამოშორებია. ორ საქმესა და პასუხისმგებლობას თავს წარმატებით ართმევს, მომავალში კი აპირებს კარიერული წინსვლაც განაგრძოს.

- ამ სკოლაში უკვე 29 წელია პედაგოგად ვმუშაობ, ჩემი სადირექტორო კარიერა კი დაიწყო 2011 წელს და მას მერე დღემდე ვარ სერტიფიცირებული დირექტორი და ასევე ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი. კონკურსის შემთხვევაში ვიქნები თუ რა ისევ დირექტორი, ალბათ დავფიქრდები, რადგან ძალიან შრომატევადი და საპასუხიმგებლო საქმეა. ასე პირდაპირ ვერ გეტყვით ამ მხრივ რას გადავწყვეტ.

- გეთანხმებით, განსაკუთრებით პანდემიის ფონზე სკოლაში მომუშავე ყველა ადამიანის შრომა გაიზარდა.
როგორ დაიწყეთ მეორე სემესტრი და რა მდგომარეობა გაქვთ ეპიდემიური ვითარებიდან გამომდინარე?

 - ჩვენთან სასწავლო პროცესი სკოლის კედლებში, საკლასო ოთახებში მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, მთავარ გამოწვევად კვლავ პანდემია რჩება, მაგრამ ამ ეტაპზე ჩვენთან ყველაფერი კონტროლდება. სკოლაში გვყავს ექიმი, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ გადაგვიმზადა და რომელიც ყოველი კვირის ბოლოს, ყველა თანამშრომელს ჩაუტარებს ტესტირებას. ალბათ ეს ერთ-ერთი კარგი  საშუალება იქნება იმისათვის, რომ დაავადება დროულად აღმოვაჩინოთ და პრევენციული ღონისძიებებიც დროულად გავატაროთ. გვინდა, რომ სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში შევინარჩუნოთ. იმის მიუხედავად, რომ დისტანციური სწავლების პრაქტიკაც გვქონდა და კარგად ვართმევდით თავს,  მზაობა და განწყობაც გვაქვს, როგორც მშობლებს ასევე მოსწავლეებსა და  მასწავლებლებს, რომ ვიაროთ სკოლაში.

- დღითიდღე უფრო მეტი მშობელი ირჩევს დისტანიური სწავლის ფორმას საკუთარი შვილისთვის. როგორია თქვენთან მშობლების განწყობა?

- მშობლებიც, რა თქმა უნდა, დიდი სირთულეების წინაშე დგანან. შესაბამისი პირობები სჭირდება დისტანციურად სწავლას. ზოგს სახლში 4 შვილი ჰყავს, ემთხვევა მათი გაკვეთილები, არ აქვთ შესაბამისი ტექნიკური საშუალებები, არ აქვთ ფართი და ეშლებათ ხელი. ამიტომ მშობლები ძალიან გვიწყობენ ხელს. ყველა ერთად ჩართული ვართ იმ პროცესში, რომ მივაღწოით სკოლაში სწავლის შენარჩუნებას და ასევე გავუმკლავდეთ ამ პანდემიას.

- თქვენ აღნიშნეთ, რომ სკოლაში გყავთ ექიმი. როგორც ვიცით უკვე ყველა სკოლას განესაზღვრა სამედიცინო კაბინეტის ქონის აუცილებლობა. როდის შეუერთდით თქვენ იმ სკოლების რიცხვს, რომელთაც სრულყოფილად მოწყობილი სამედიცინო კაბინეტები აქვთ?

- ჩვენ მოვხვდით განათლების სამინისტროს პროექტში ხუთი წლის წინ. სამინისტრომ სამედიცინო კაბინეტი მოგვიწყო და გაგვირემონტა სრულყოფილად. შემდეგ გამოვაცხადეთ ვაკანსია და კიდევაც მივიღეთ სკოლაში კვალიფიციური ექიმი, რომელიც უკვე 5 წელია გვყავს. ახლა გადაამზადეს ასევე, რაშიც მას ანაზღაურებაც დაემატა. ყოველ კვირას  ყველა თანამშრომელს  უკვე დატესტავენ სკოლაში. 22 სასწავლო კვირა დაგვრჩა და ამ ხნის განმავლობაში დავიტეტსტებით ადგილზე. უფრო კომფორტულიცაა ჩვენთვის, არ გვჭირდება შაბათს მოსვლა და ლოდინი. ძალიან კარგად აღჭურვილი სამედიცინო კაბინეტი გვაქვს.

- უკვე ორი წელია მსოფლიო და მათ შორის საქართველო პანდემიას ებრძვის. რა გავლენა იქონიამ ამ ყოველივემ მასწავლებლებსა და მოსწავლეებზე, იმის მიუხედავად, რომ სკოლებმა მეტ-ნაკლებად ფეხი აუწყვეს დისტანციურ სწავლას, რა პრობლემებს აწყდებით?

- არის პრობლემები, რა თქმა უნდა. იმის მიუხედავად რომ ჩვენი სკოლა უფრო მეტად დასწრებულად ვსწავლობთ. თუ ქვეყანა იკეტებოდა, ჩვენც ვიკეტებოდით, თორემ სხვა დროს რეგულაციების დაცვით ვინარჩუნებთ სასწავლო პროცესს სკოლაში. თუ ვინმე ცუდად იგრძნობს თავს, ვეუბნებით რომ არ მოვიდეს სკოლაში, დაიცვას სხვები და შევინარჩუნეთ სიმშვიდე და ჯანმრთელობა, მაგრამ დისტანციურად სწავლის პერიოდი ძალიან ცუდად აისახა მოსწავლეებზე. როცა დავბრუნდით საკლასო ოთახებში, სოციუმის პრობლემა გაუჩნდათ, ვეღარ ადაპტირდნენ, ძალიან უჭირდათ, დათრგუნულები იყვნენ ბავშვები. ახლა ვიცავთ ყველა წესს, ვაკონტროლებთ პირბადეებს და ა.შ. ამ არდადეგებზე ჰქონდა რამდენიმე მასწავლებელს ვირუსი, მაგრამ ამან ჩვენ არ შეგვიშალა ხელი, რადგან სკოლასთან არ ჰქონიათ შეხება და ჯანმრთელები დაბრუნდნენ.

- თქვენი აზრით, ყველაზე მთავარი, რაც პანდემიამ საგანამანათლებლო სისტემას დაანახა რა არის, თუნდაც პრობლემა ან შესაძლებლობა?

- პრობლემებზე კი ვისაუბრე და დადებითი ის შეიძლება ვთქვათ, რომ უფრო მეტად ჩართულები გახდნენ მშობლები, მეტად დაინახეს მათი შვილის საჭიროებები რაში მდგომარეობდა, სად სჭირდებოდათ უფრო მეტად დახმარება. გაკვეთილებს ესწრებოდნენ ძალაუნებურად. არამარტო ისინი, არამედ ბებიები, ბაბუები და სხვა ოჯახის წევრები, მეზობლებიც კი.

- ვირუსის დაფიქსირების შემთხვევაში სკოლისა და კლასისთვის იზოლაციის ვადა შემცირდა. მოგწონთ ეს გადაწყვეტილება?

- თუ ჯანდაცვა ფიქრობს, რომ ეს ახალი შტამი იმდენად საშიში არაა, რომ 8 დღე კარანტინი საკმარისია, ჩვენ მათ გადაწყვეტილებას დავეთანხმებით. ეს საკითხი მათ უკეთესად იციან. არც მშობლებს არ აქვთ წინააღმდეგობა. თუმცა მასწავლებლებთან იყო შემთხვევა, როდესაც არ იყო საკმარისი 8 დღე და ორი კვირის შემდეგ დაბრუნდნენ სკოლებში. საერთო ჯამში მიმაჩნია, რომ ეს კარგი გადაწყვეტილებაა. მთლიანად ქვეყანაზე, არამარტო ჩვენს სკოლაზე, ძალიან ცუდად აისახა ყველაფერი. ბევრჯერ მიზეზად იყენებენ კორონავირუსს და ამიტომ უფრო მეტად მკაცრად უნდა კონტროლდებოდეს.

- მასწავლებლებისა და ადმინისტრაციის თანამშრომელთა ხელფასები იზრდება, რაც მისასალმებელია რა თქმა უნდა. არის ეს საკმარისი, რომ დაფასებული იყოს სკოლაში მომუშავე ადამიანების შრომა?

- ხელფასი რაც უფრო იზრდება, მოთხოვნებიც იზრდება. მე როგორც მასწავლებელს გამეზარდა ანაზღაურება და როგორც დირექტორს ჯერ არა. საშტატოს როცა დაგვიმტკიცებს განათლების სამინისტრო მაშინ გავცემთ ადმინისტრაციისა და ტექპერსონალისთვის მომატებულ ხელფასებს. სერტიფიცირებული მასწავლებლის ხელფასი კი უკვე გაგვეზარდა.

 - სკოლაში პრაქტიკოსი მასწავლებლები თუ გყავთ. აპირებენ თუ არა ისევ გამოცდაზე გასვლას?

- პრაქტიკოსი მასწავლებლები არ მყავს, ყველა უფროსი ან წამყვანი მასწავლებელია და სხვათა შორის ფიქრობენ, რომ გავლენ გამოცდაზე. მე პირადად უფროსი მასწავლბელი ვარ, დირექტორიბიდან გამომდინარე ჩემი პროფესიული ზრდა მეტად ვერ შევძელი დ ახლა მეც მაქვს სურვილი, რომ ავიმაღლო სტატუსი.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე... 

ანაზღაურება 2640 ლარია და საკვალიფიკაციო მოთხოვნები ცნობილია - ვაკანსიაზე განაცხადის გაგზავნისთვის ბოლო ვადა დღეს არის

საქართველოში მოსწავლეთა 11.3%, ელექტრონულ სიგარეტს, 11.6% კი თამბაქოს მოიხმარს - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი

განათლებული მასწავლებელი ინვესტიციაა განათლებულ მომავალში

რა ცვლილებები შეეხება ადგილობრივ სკოლამდელ დაწესებულებებს ცნობილია

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

როგორც სკოლაში გვითხრეს, პროექტი ტრადიციად იქვევა 

16 დეკემბერს კი, მე-8 კლასის მოსწავლეებმა ინგლისური ენის მასწავლებლის სოფიო ალფაიძის ორგანიზებით ჩაატარეს ინგლისურენოვანი ღონისძიება 

მოსწავლეებმა თავიანთი ნიჭიერების წყალობით, სასკოლო საზოგადოების მოწონება დაიმსახურეს

ეს დღე კი, მოსწავლეებისთვის დაუვიწყარ მოგონებად იქცა

საინტერესო

როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე... 

დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს 

ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა -   ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

სიახლეები
საზოგადოება