მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის ბრძანებით „მეცნიერება იწყება სკოლიდან − კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით“ კონკურსის საგრანტო წესში ცვლილება განხორციელდა. ბრძანების თანახმად, დოკუმენტს დაემატა რამდენიმე პუნქტი, ზოგიერთი კი ახლებურად დარედაქტირდა.
საგრანტო კონკურსის ჩატარების წესში აღნიშნულია, რომ საჯარო სკოლის მხრიდან პროექტის თანახელმძღვანელი უნდა იყოს საჯარო სკოლის VIII-XII კლასებში მომუშავე მოქმედი მასწავლებელი. პროექტის ხელმძღვანელი პროექტის განხორციელებისათვის არჩევს საჯარო სკოლას და პროექტის ასისტენტს; პროექტში უნდა მონაწილეობდეს პროექტის ასისტენტი, რომელიც ეხმარება პროექტის ხელმძღვანელსა და თანახელმძღვანელს პროექტის განხორციელებაში;
რაც შეეხება დაფინანსებას, დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ პროექტის ხელმძღვანელის, პროექტის თანახელმძღვანელის და პროექტის ასისტენტის საგრანტო დაფინანსება – რაც გულისხმობს საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, აღნიშნული სუბიექტების საგრანტო დაფინანსებას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს პროექტისთვის ფონდიდან მოთხოვნილი თანხის 40%-ს; პროექტს შეიძლება ჰქონდეს თანადაფინანსება როგორც ფულადი, ასევე არაფინანსური მონაწილეობის (in-kind contribution) სახით საჯარო სკოლის, პროექტის ხელმძღვანელის, თანახელმძღვანელის, პროექტის ასისტენტის ან მესამე იურიდიული/ფიზიკური პირის მხრიდან. თანადაფინანსების არსებობის შემთხვევაში პროექტთან ერთად ფონდში წარმოდგენილი უნდა იყოს შესაბამისი წერილობითი დადასტურება თანადაფინანსების ღირებულების მითითებით.
კვლევის შედეგებზე პასუხისმგებელია სასწავლო-კვლევითი გრანტის მიმღები
პროექტები შეფასდება ორი კრიტერიუმით: პროექტის მდგრადობა და ზეგავლენა - სკოლის ბაზაზე სამეცნიერო-კვლევითი კლუბების დაარსების შესაძლებლობა. პროექტის ზეგავლენა ინსტიტუციურ დონეზე, ეროვნული ან საერთაშორისო მასშტაბით ახალი პარტნიორული ურთიერთთანამშრომლობის ჩამოყალიბების პრაქტიკაზე. კვლევის შედეგების გავრცელების მექანიზმი - პროექტის გავრცელების საშუალებები და პოპულარიზაცია ფართო საზოგადოებაში.
თითოეული ქვეკრიტერიუმი ფასდება 5-ქულიანი სისტემით. შეფასების მეორე ეტაპზე ჯამური მაქსიმალური შეფასება არის 10 ქულა.
პროექტის დაფინანსებისათვის აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობაა შეფასების მეორე ეტაპზე პროექტმა მიიღოს 6 და მეტი ქულა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცვლილებები სკოლის დირექტორებს, მასწავლებლებსა და რესურსცენტრების ხელმძღვანელებს შეეხება - მთავრობის 2025 წლის გეგმა ცნობილია
ფავორიტიზმი, სუბიექტური დამოკიდებულება... კიდევ რა გამოწვევები ახლავს ბაღებში შიდა კონკურსით კადრების დასაქმებას
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
პროექტი მოსწავლეებისთვის აღმოჩნდა აქტიუალური და მეტად საინტერესო