Izrune.ge-ს პრეზენტაციას თიანეთში მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა ამერიკელ წარმომადგენლებთან ერთად ესწრება
22-02-2018
დაკოპირებულია
-
+
„ეტალონის“ შემოქმედებითი გუნდი ინტელექტ-ჩემპიონატის ავტორთან და წამყვანთან, გოჩა ტყეშელაშვილთან, ერთად თიანეთს სტუმრობს.
თიანეთის N2 საჯარო სკოლაში ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალის Izrune.ge-ს პრეზენტაცია იმართება.
შეხვედრას თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი თამაზ მეჭიაური, ამერიკული ჰუმანიტარული ორგანიზაცია „LDS Charities“-ის წარმომადგენლები - მაიკლ და კიმ დონოვანები და ალექს ლობანოვი, „ინვესტიციებისა და ჰუმანიტარული პროექტების გაერთიანების“ გენერალური დირექტორი გიორგი ატაშვილი, თიანეთის რესურსცენტრის უფროსი ირაკლი ზვიადაური, დირექტორები და მასწავლებლები ესწრებიან.
როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, ამერიკელებმა Izrune.ge საგანმანათლებლო ინოვაციად შეაფასეს.
შეგახსენებთ, რომ Izrune.ge არის მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციური საიტი, რომლის მთავარი მიზანია მშობლის ჩართულობის გაზრდა შვილის აღზრდა-განათლება-წახალისების პროცესში. მოსწავლეებს აქვთ საშუალება საკუთარი კლასის შესაბამისად ყოველდღიურად ივარჯიშონ მათთვის სპეციალური ალგორითმით შექმნილ უნიკალურ ტესტებში, გაიმეორონ და გაამყარონ განვლილი მასალა, ხოლო თავის მხრივ მშობლებს და რომ არა მარტო მშობლებს, არამედ მთლიანად ოჯახს, აქვს საშუალება თვალყური მიადევნოს ბავშვის განვითარებას, მონაწილეობა მიიღოს მისი აღზრდა-განათლების და წახალისების პროცესში, იამაყოს მისი მიღწევებით.
„პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს გარემოს, რომელიც ხელსაყრელი და შესაბამისია თავისუფალი და კრიტიკულად მოაზროვნე მოქალაქის ჩამოყალიბებისთვის“