მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
1 თებერვლიდან, პედაგოგების სავალდებულო კოვიდტესტირება უქმდება; მიუხედავად იმისა, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ეს დროებითი ზომაა, ჯერჯერობით უცნობია როდის აღდგება ან აღდგება თუ არა ის საერთოდ.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში etaloni.ge-ს დაუდასტურეს, რომ პედაგოგები გეგმურ სავალდებულო ტესიტრებას აღარ დაექვემდებარებიან:
„კოვიდზე ტესტს მხოლოდ ის პირები ჩააბარებენ, ვისაც სიმპტომები აქვს; უსიმპტომოები კი, თუნდაც ინფიცირებულის კონტაქტები იყვნენ, მხოლოდ საკუთარი ინიციატივით შეძლებენ კვლევის ჩატარებას. დიახ, გიდასტურებთ, რომ ხვალიდან მასწავლებლებს გეგმურად აღარ მოუწევთ ტესტების ჩაბარება - ასეთია უახლესი ინფორმაცია“.
ასე რომ, ხვალიდან მიზნობრივ ჯგუფებს, ექიმების გარდა, სრული თავისუფლება აქვთ... შესაძლოა ვიღაცას გაუხარდეს კიდეც - ცხვირს მაინც დავასვენებო, მაგრამ გლობალურად რომ შევხედოთ, როცა ქვეყანაში ათიათასობით დადასტურებული შემთხვევაა, სკოლები ერთიმეორის მიყოლებით იხურება და ისიც ხშირად გვესმის, ბავშვები განსაკუთრებული რისკჯგუფიაო, რთული წარმოსადგენი არაა, სადამდე მიგვიყვანს მსგავსი გადაწყვეტილებები.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ვინ გადაწყვეტს, გაივლიან თუ არა უმაღლესები ავტორიზაციას - საბჭოს წევრთა ვინაობა ცნობილია
მასწავლებელს 5 ათასი ლარი კვალიფიკაციის ასამაღლებლად გადაეცემა - რომელ პედაგოგებს ეხებათ სამინისტროს დებულება
„ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა ჩემი კოლექტივი და მოსწავლეები“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
პედაგოგი მოწაფეებს ნარჩენების მართვასა და ბუნების მოფრთხილების მნიშვნელობაზე ესაუბრა