მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
კოვიდპანდემიით გამოწვეული ვითარების გამო სასწავლო პროცესის დისტანციურ ფორმატზე გადასვლისას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ყურადღება განსაკუთრებით გაამახვილა ონლაინ სწავლებისთვის საჭირო აღჭურვილობით სკოლების უზრუნველყოფაზე. სამინისტრომ, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, პროექტის „ინოვაცია, ინკლუზიურობა და ხარისხი - საქართველო I2Q (IBRD) ფარგლებში, საჯარო სკოლებისთვის კომპიუტერული ტექნიკა - 6350 პორტატული პერსონალური კომპიუტერი და 898 პროექტორი შეიძინა. მოსწავლეებისთვის უწყვეტი განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, 3 572 780 აშშ დოლარის ღირებულების კომპიუტერული აღჭურვილობა 433 სკოლას გადაეცა.
ტექნიკა განკუთვნილია პედაგოგებისთვის, რაც მათ შესაძლებლობას აძლევს, გამოიყენონ ის როგორც საკლასო ოთახებში, ასევე დისტანციური სწავლების პროცესში. ასევე, შეუფერხებლად აწარმოონ ელექტრონული ჟურნალი.
კომპიუტერული ტექნიკით სკოლების აღჭურვისას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გაითვალისწინა ქვეყნის ყველა რეგიონი. ტექნიკის განაწილებისას უპირატესობა მიენიჭა იმ სკოლებს, რომლებშიც აქტიურად მიმდინარეობს მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის ხელშეწყობა. შერჩევაში გათვალისწინებული იყო სკოლები, რომლებიც უზრუნველყოფილნი არიან ოპტიკური ინტერნეტკავშირითა და დამონტაჟებული Wi-Fi ინფრასტრუქტურით.
ასევე, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, I2Q პროექტის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით დამატებით 121 სკოლაში მოეწყობა Wi-Fi ინფრასტრუქტურა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცვლილებები სკოლის დირექტორებს, მასწავლებლებსა და რესურსცენტრების ხელმძღვანელებს შეეხება - მთავრობის 2025 წლის გეგმა ცნობილია
ფავორიტიზმი, სუბიექტური დამოკიდებულება... კიდევ რა გამოწვევები ახლავს ბაღებში შიდა კონკურსით კადრების დასაქმებას
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
პროექტი მოსწავლეებისთვის აღმოჩნდა აქტიუალური და მეტად საინტერესო