მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ასლან შაინიძის სახელობის ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დისველის საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგი ნინო დოხტურიშვილი თავის ემოციურ ნოველას - „ჭეშმარიტი ტყუილი“ გვთავაზობს.
ნოველა პირველ პირშია, მისი მთხრობელი მღვდილს შვილია, რომელც საკუთარი ცხოვრებისა და ოჯახის ისტორიის შესახებ ყვება. ის მამას ეძებს და საბოლოოდ, პოულობს კიდეც. ნოველა ზღვა ემოციებს გპირდებათ.
„ჭეშმარიტი ტყუილი“
„დავით გარეჯის დახრილ მთის ფერდობზე მდუმარედ ვიჯექი და წყაროდან ჩამომდინარე ცივი წყლით ვიამებდი დარდსა და ნაღველს. წლების განმავლობაში დაგროვილ სათქმელს ვალაგებდი თანმიმდევრულად, რათა აზრები მოულოდნელი შთაბეჭდილებებით შემეზავებინა, თან ირგვლივ ბუნებრივი კდემამოსილებით გამოკვეთილ ლავრას შევღაღადებდი, სიამაყის თვალებით. უეცრად, გავიაზრე, რომ სადაც სულხან-საბა ორბელიანის კელიაა, იქ სახლობს ბერი, რომლიც გამალებით ლოცულებს ჩვენი სულიერი და ხორიცელი ჯანმრთელობისათვის, ოჯახის კეთილდღეობისათვის, შვილებისათვის... ნეტავ, თუ ახსოვს საკუთარი სისხლი?! უნებურად გადმოცვარულმა ცრემლებმა, ერთ წუთში დატოვა ტკივილის კვალი...
კი, ასეც ხდება ხოლმე, ზოგჯერ ცხოვრება განმსჭვალულია ბედნიერი წუთებით, ზოგჯერ კი დარდითა და უსახური სიყვარულით... იმ გრძნობით, რომელიც ცოცხლად გინელებს...
წლების წინ მთიდან ჩამოსული ახალგაზრდა, სიღარიბის კლანჭებს გამოექცა და თბილისში დასახლებული, უმნიშვნელო სამსახურზეც თანახმა იყო. სწორედ იქ გაიცნო დედაჩემი, ქალი, რომლის დანახვაზეც სიყვარული გაუღვივდვა და ანდამატივით მოექცა ზეგავლენის ქვეშ. დედა ძალიან წყნარი და მშვიდი ქალი გახლდათ. მახსოვს, მისი თვალები, როდესაც ჩემთვის უცნობ ფოტოს მიაჩერდებოდა ხოლმე და თვალები ცრემლებით ევსებოდა. მარადიულ ნატვრად ქცეული სიყვარულის გამო, თემს მოკვეთეს, მიწასთან გაასწორეს, კატეგორიულად აღარ იღებდნენ, მიზეზად კი მათთვის მიუღებელი სასიძო იყო - „როდის იყო ეკლესიას მიჯაჭვული კაცი ოჯახში ვარგოდაო?“ - ამ სიტყვებით იცილებდნენ ყველანაირ საუბარს საკუთარი შვილის აწყმოსა და მომავალზე, მაგრამ დედას მტკიცედ სწამდა თავისი მოლოდინის, გულწრფელად ათვიცნობიერებდა იმ სასწაულს, რასაც მისი ერთადერთი სიყვარულის სახლში დაბრუნებას მოიაზრებდა.
ერთხელ ბებია გვესტუმრა იმ სახლში, სადაც შეკედლებულები ვიყავით, რადგან საკუთარი საცხოვრებელიდან ძაღლებივით გამოგვყარა. დედას შეუჩნდა „ხომ ხედავ შენს ავბედით ქმარს არც კი აინტერესებ, ვინც ღელავს შენზე, ის მოვა და დაგნიშნავს, მოგხედავს, ქალად გაქცევს, ამ მიწურიდან ამოგათრევს, მხარს გაგიმაგრებს, უარი რომ თქვა, იცოდე ხატზე გადაგცემ, ხვალ მზად იყავი!“- ბებომ წასვლის წინ უნებურად შეხედა შვილის გამომეტყველებას და გაათვიცნობიერა, რომ მისი სიტყვებს ძალა ჰქონდა დაკარგული, ამიტომ მძაფრ შეტევაზე გადავიდა - „არ გჯერა ჩემი სიტყვები ხომ?! აი, მაშინ ეს წერილი წაიკითხე, დღეს დილით მოვიდა, იმედია, შენი საყვარელი მეუღლის ხელწერას იცნობ. წაიკითხე და დატკბი!“
აი, აქ კი დედას სახე ეცვალა, მაგიდაზე დაგდებული წერილი ხელის კანკალით გადაშალა და ასევე შეშინებული მზერით განაგრძო კითხვა. დაბალ ხმაზე ბუტბუტებდა და თან სულს ღაფავდა ცრემლებით, მე მეუცხოვა დედის შეშლილი გამომეტყველება, უნებურად, შევიბურდე ქვეშაგებში, სახეზე საბანი გადავიფარე იმ იმედით, რომ განთადისას დედას ღიმილი დაუბრუნდებოდა სახეზე.
მეორე დღეს სიცოცხლით სავსე ქალს ვერსად პოულობდნენ, ზამთრის პერიოდი იყო და საშინელი ყინვა სულს გვიხუთავდა, ქარიც განრისხებული ქროლვით უფრო ართულებდა ძიების პროცესს.
რამდენიმე დღის უშედეგო ძებნის შემდეგ, დედა, როგორც იქნა, იპოვეს ტყეში. ასე ფეხშიშველი, საღამურის ამარა ასულა დაბურული, გაუვალი ხეების ლაბირინთებში, სიჩუმეში და სიმარტოვეში დაულევია სული.
რა იყო იმ წერილში, არავინ იცის, დღემდე ვეძებ ავბედით ჩანაწერს და ვერ ვპოულობ. ერთხელ ბებოსაც ვკითხე, რა წაიკითხა ამისთანა, რომ ცოცხალი ადამიანი სასოწარკვეთლამდე მიიყვანა-მეთქი... ჯანდაბა და ვარამი, რაც მე დავწერე, ის წაიკითხა, რატომ გამოჩნდით მის ცხოვრებაში, რატომ?!. მე არც შენ და არც უნიათო მამაშენს ახლოს არ გაგიკარებთ, რაც გინდოდათ, ის გააკეთეთ ერთადერთი ქალიშვილი გაისტუმრეთ საიქიოს, ამის შემდეგ ჩემგან შენდობას ნუ ელით!
სად უნდა წავსულიყავი შვიდი წლის ბავშვი ან ვისთან? მამის ფოტოც არასდორს მინახავს, დედას საგულდაგულოდ ჰქონდა დამალული. გარდაცვალებამდეც ხელებში ჩაუმალია გულთან ახლოდ და ვერაფრით ვერ ამოგილჯეს, ეს თითქოს არაფრის მთქმელი ქაღალდი, თუმცა მისთვის ყველაზე სანატრელი და საყვარელი...
სანამ ბებო მიუსაფარ ბავშვთა სახლში ჩამაბარედა, იქამდე ჩვენ სახლში უცნობი ქალბატონი მოვიდა, ხანმოკლე გასაუბრების შემდეგ, ბებომ ჩამილაგა ნივთები და გზა დამილოცა ჩემთვის გაურკვეველი მიმართულებით. რომ ვიკითხე თუ სად მივდიოდი, პასუხად დამიბრუნა - ჯანდაბაში!
ეს ქალბატონი მამას შორეული ნათესავი იყო, რომელმაც შემთხვევით გაიგო დედას ამბავი, თვითონ დასაოჯახებელს, გადაუწყვეტია, რომ საკუთარი სისხლი და ხორცი აღეზარდა.
გავყევი ბედის განგებას ასე უმეცრად შევხვდი ჩემთვის უცნობ ცხოვრებას, ცრემლებით და ტკივილით, ყოველდღე შევყურებდი გაცისკროვნებულ ცას და მხოლოდ დედის სახე მელანდებოდა, გამუდმებულმა დარდმა საგრძნობლად დამასუსტა, ლოგინად ჩამაგდო, ჩემი გადარჩენის იმედი არავის ჰქონდა...ბუნდოვნად მახსოვს როგორ ესაუბრებოდა ექიმი მეურვეს , თუ თვითონ არ მოიკრიფა ძალა, ყოველგვარი მკურნალობა უშედეგოაო.
შევეგუე ჩემს ბედს. სიზმრად დედა მაკითხავდა, მთელი სხეულით მიხუტებდა ტანზე, ვგრძნობდი, რომ მასთან სიახლოვით ვინკურნებოდი, მკოცნიდა, მეალერსებოდა. გამთენიისას კი ისევ მარტო მტოვებდა სარეცელთან. ასე გრძელდებოდა რამდენიმე კვირა და ზუსტად ეს პერიოდი იყო საკმარისი იმისთვის, რომ თვალში სინათლე ჩამდგომოდა და ჩვეულ ცხოვრებას დავბრუნებოდი... გულწრფელად შეწუხებული ჩემი აღმზრდელი გახარებული მიმზერდა და უფალს მადლობას სწირავდა ჩემი გადარჩენისთვის...
წლები მიდიოდა და მეც ამ წლების გირლიანდად ვიქეცი, საოცარი ქალბატონი მთელი თავისი გულით და სულით მიწევდა დედობას, მანებივრებდა, მილამაზებდა ყოველ განვლილ დღეს იქამდე, სანამ მე თავად არ მოვინდომე დამოუკიდებელი ნაბიჯების გადადგმა მშობელი მამის მოსაძებნად. ეს გადაწყვეტილება აუცილებელად უნდა მიმეღო, თორემ ფორიაქი მოსვენებას არ მაძლევდა, სისხლის ყვირილი შორეთიდან მიხმობდა მისკენ და მეც გეზი ამ მშობლიური განშტოებისკენ უნდა ამეღო. დედობილმა ცრემლომერეული თვალებით დამილოცა გზა, გულში კი დიდი ტკივილი დაიტოვა, რასაც გამომეტყველებით ვგრძნობდი...
მამის ადგილმდებარეობა არვინ იცოდა იმის მერე, რაც ანაფორით შეიმოსა და თავი უფალს მიუძღვნა, დავიწყე დამოუკიდებელი გამოძება დავდიოდი და ვკითხულობდი მის სახელსა და გვარს ეკლესია-მონასტრებში, თუმცა უშედეგოდ. ერთხელ დაღალული სიონის ეკლესიასთან ცრემმორეული ჩამოვჯექი, იქვე მდგომი მოძღვარი მომიახლოვდა, თავზე ხელი გადამისვა და მანუგეშა, მისი ზრუნვა იმდენად მეამა, რომ სიხარულით ავივსე, უნებური მზერა მივმართე მისკენ, - „იქნებ მამააა“. უცნობი ადამიანი გაკვივებით მათვალიერებდა - ღმერთო ჩემო როგორ ჰგავს მას?
ეს ბოლო სიტყვები ჩემთვის ნუგეში იყო! ვის მამაო?
უცებ მიბრუნდა სამლოცველოში და იქიდან ფოტო გამოიტანა, მერე სასწრაფოდ გამომიწოდა და მითხრა - „ეს მოძღვარი წლობით ჩვენს ტაძარში მსახურობდა ქალიშვილო, მისი ნათესავი ხომ არ ბრძანდებით?“
ფოტოზე გამოსახული ადამიანი ჩემი ანაბეჭდი გახლდათ, ვიგრძენი, რომ მიზანთან ახლოს ვიყავი და ავნერვიულდი, მთელი სხეული მძინვარებდა მოლოდნით, მამაოს ფეხებში ჩაუვარდი, ვთხოვდი, რომ მისამართი ეთქვა, რაზეც დამთანხმდა და სწორედ ასეთ დალოცვილი გზით მოვედი გარეჯის ლავრამდე, ახლა აქ ვარ და ველოდები ერთადერთ მშობელს, რომელის სიცოცხლეც ჩემთვის ახდენილი ოცნება იყო.
გაიღო კელიის კარი და შავებში შემოსილი ბერი გამოვიდა, მე დავინახე ის და იმ წუთას საოცარი სითბო სანთელივით დაიღვინთა სხეულში, ნელა მივუახლოვდი თითქოს იგრძნო ეს, მ ობრუნდა, ცრემლები მოერია, ტუჩები აუკანკალდა.
დედის თვალები გააქვს შვილო...
როგორ ჩავხუტე იმ დიდი ნატვრას, რომელსაც მთელი ცხოვრება ვეძებდი ვერ აღგიწერთ, ვიპოვე მამა ეს სიტყვები თან მსდევდა და თან სიამაყით მავსებდა.
ბევრი ვისაუბრეთ იმაზე, რომ წლების უკან საერთო ცხოვრებას, ეკლესიის კედლები არჩია - „ეს სულიერი გამოძახილი იყო, ამას წინ ვერავინ აღუდგებოდა, დედაშენიც კი. გულწრფელად ვთხოვე, რომ ჩემი წასვლის შემდეგ, ოჯახი შეექმნა, თუმცა ის უფრო მონაზონი აღმოჩნდა, ვიდრე მე ღვთის მსახური, მე მისით ვამაყობ, ჩემი ცხოვრების პირველი და უკანასკნელი სიყვარული იყო, არის და იქნება ,შენ კი ამ დიდი სიყვარულის ნაყოფი.
ავბედით წერილზეც ვკითხე, თუმცა მის გაკვირვებას საზღვარი არ ჰქონდა, რომელ წერილზე იყო საუბარი ვერც კი მიხვდა, ბევრი ვისაუბრეთ აწმყოზე, მომავალზე და კიდევ რამდენი გვაქვს განსახილველი, ვინ იტყვის. დედაზე არაფერი მითქვამს, თუმცა მივხვდი, რომ გრძნობდა უბატონო ბედის მონაგარს. მე ბედნიერებით ვგმინავდი, იმ დაკარგულ წუთებს ვინაზღაურებდი, რომელიც საარსებო გარემოდ მექცა და დარწმუნებული ვიყავი, რომ დედაც ჩვენს გვერდით იზიარებდა ერთად ყოფნის სიხარულს!“,- წერს პედაგოგი ნინო დოხტურიშვილი.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე...
ანაზღაურება 2640 ლარია და საკვალიფიკაციო მოთხოვნები ცნობილია - ვაკანსიაზე განაცხადის გაგზავნისთვის ბოლო ვადა დღეს არის
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
ღონისძიებას უამრავი სტუმარი ესწრებოდა
16 დეკემბერს კი, მე-8 კლასის მოსწავლეებმა ინგლისური ენის მასწავლებლის სოფიო ალფაიძის ორგანიზებით ჩაატარეს ინგლისურენოვანი ღონისძიება
როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე...