მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ელექტრონული ჟურნალი მასწავლებლებისთვის ყოველდღიურობის ნაწილი გახდა. პედაგოგებს საშუალება აქვთ ჟურნალში შეფასებები და დასწრებები 8 დღის განმავლობაში შეიტანონ, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც ელექტრონულ ჟურნალში მოსწავლეთა სია არასწორადაა ასახული, მაგალითად, სხვა კლასის მოსწავლე ჩანს ან რომელიმე მოსწავლე ბაზაში საერთოდ არაა.
როგორ უნდა მოიქცეთ, თუ ელექტრონულ ჟურნალში კონკრეტული ინფორმაცია ასახული არაა? შესაძლებელია თუ არა სიაში მოსწავლეების რაოდენობის რედაქტირება?
ელექტრონულ ჟურნალში მოსწავლეების სიის შეცვლა ან რედაქტირება არ ხდება. მონაცემების შეცვლა შესაძლებელია სისტემა eschool - ში, საიდანაც ინფორმაცია ელექტრონულ ჟურნალში 24 საათის განმავლობაში აისახება. eschool-ში მონაცემები სკოლის ადმინისტრაციამ უნდა შეცვალოს და არა რომელიმე მასწავლებელმა.
ელექტრონულ ჟურნალში ნებისმიერი ცვლილებისთვის, პირველ რიგში, შეამოწმეთ eschool - ის მონაცემები, რადგან, როგორც აღვნიშნეთ, ჟურნალში მონაცემები eschool - ში შეტანილი ინფორმაციის საფუძველზე აისახება, შესაბამისად, საჭიროა eschool - ში მონაცემების გადამოწმება. იმ შემთხვევაში, თუ მონაცემებში იქნება ცდომილება და სკოლის ადმინისტრაცია აღნიშნულ საკითხს ვერ მოაგვარებს, დაუკავშირდით განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ცხელ ხაზს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.