სიახლეები
სიახლეები

„საქართველოს მასწავლებლები გმირები არიან“ – Unicef
02-02-2022
-
+


გაეროს ბავშვთა ფონდის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელი ღასან ხალილი საქართველოს მასწავლებლებს პანდემიის პირობებში სასწავლო პროცესში გაწეული შრომისთვის ამდლობას უხდის და აღნიშნავს, რომ ისინი გმირები არიან. ისი განცხადებით, მასწავლებლებს უმოკლეს დროში მოუწიათ სწავლების ახალ გზებთან, ახალ ტექნოლოგიებთან შეგუება და ამ მხრივ ბევრ რამეს მიაღწიეს.

„ყველას მოგვეხსენება, რომ პირისპირ სწავლა გაცილებით უფრო ეფექტიანია, ვიდრე დისტანციური  და ამ კონტექსტში მინდა აღვნიშნო საქართველოს მასწავლებლები, რომლებიც გმირები არიან. ვინაიდან უმოკლეს დროში მოუწიათ სწავლების ახალ გზებთან, ახალ ტექნოლოგიებთან შეგუება, რაც იოლი ნამდვილად არაა. ამ მხრივ მათ ბევრ რამეს მიაღწიეს. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ გარკვეული გამოწვევებია დასაძლევი, ძალიან დასაფასებელია, როგორც განათლების სამინიტროს, ისე თითოეული მასწავლებლისა და მოსწავლის მიერ გაწეული ძალისხმევა“, - განაცხადა ღასან ხალილმა.

მან მოსწავლეებისთვის სკოლაში სიარულის მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი, რადგან მათი ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის ეს მნიშვნელოვანი საკითხია.

„მოსწავლეებისთვის ეს არ ყოფილა იოლი, თუმცა მათ სიმტკიცე და მონდომება გამოავლინეს. დღეს ვხედავთ უსაფრთხოების ნორმების დაცვით გახსნილ სკოლებს და იმედი გვაქვს, რომ ასე გაგრძელდება ბავშვების აკადემიური წინსვლისთვის და რაც მთავარია,  ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის, ვინაიდან მრავალ ქვეყანაში ჩატარებული კვლევები ცხადყოფს, რამდენად მავნე ეფექტი აქვს ბავშვებზე დისტანციურ სწავლებას“, - აღნიშნა გაეროს ბავშვთა ფონდის რეგიონულმა ხელმძღვანელმა.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ვინ გადაწყვეტს, გაივლიან თუ არა უმაღლესები ავტორიზაციას - საბჭოს წევრთა ვინაობა ცნობილია

მასწავლებელს 5 ათასი ლარი კვალიფიკაციის ასამაღლებლად გადაეცემა - რომელ პედაგოგებს ეხებათ სამინისტროს დებულება

დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვის მიმართ შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაციულ ქმედებებს

პიროვნება
სკოლები

პედაგოგი მოწაფეებს ნარჩენების მართვასა და ბუნების მოფრთხილების მნიშვნელობაზე ესაუბრა

პროექტის მიზანია მრავალეთნიკური თბილისის შესწავლა

მოსწავლეებმა შესწავლილი ტექსტის მიხედვით, მოამზადეს რეკლამები და გამართეს „ვაჭრობა“

სკოლაში მოსწავლეს წარმატებას ულოცავენ და ახალი სიმაღლეების დაპყრობას უსურვებენ

7 მარტს, კოლეჯი „ახალი ტალღაში“ სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრები გამოფენა

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება