სიახლეები
სიახლეები

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მეორე ტურის შედეგებს აქვეყნებს - აპელაციის ვადები და დეტალები
01-02-2022
-
+


შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ოლიმპიადის მეორე ტურის პირველადი შედეგებს აქვეყნებს. 2021-2022 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურის გამარჯვებულია ის მონაწილე, რომელმაც დააგროვა შესაბამისი საგნის ტესტის მაქსიმალური ქულის არანაკლებ 50%-სა და მოხვდა შესაბამისი კლასისა და საგნის რეიტინგული სიის პირველ ორმოცდაათ მონაწილეს შორის.
 
 
 
 
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მონაწილის სააპელაციო განაცხადი მიიღება 2 თებერვლის 10:00 საათიდან 3 თებერვლის 18:00 საათამდე.
 
ოლიმპიადის მონაწილემ განაცხადი უნდა წარმოადგინოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში  (მისამართი: თბილისი, ე. მინდელის ქუჩა N9), ხოლო რეგიონებში - საგანმანათლებლო რესურსცენტრებში, რომლებიც შემდგომ უზრუნველყოფენ ცენტრში განცხადებების გადმოგზავნას მართვის ერთიანი ავტომატური სისტემის (eflow) გამოყენებით. განაცხადი ასევე მიიღება ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე: gancxadebebi@naec.ge - იმისათვის, რომ ელექტრონულ ფოსტაზე შემოსულ კორესპონდენციებს მიეცეს მსვლელობა, განაცხადის ფორმა უნდა იყოს შევსებული, ხელმოწერილი და დასკანერებული. 
 
საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად, ოლიმპიადის მონაწილის ნაშრომს შეიძლება მოემატოს ქულა, დააკლდეს ან დარჩეს უცვლელი.
 
გაითვალისწინეთ, რომ აპელაციის შემდეგ მესამე ტურში გადამსვლელი ქულები შესაძლებელია შეიცვალოს.
 

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ვინ გადაწყვეტს, გაივლიან თუ არა უმაღლესები ავტორიზაციას - საბჭოს წევრთა ვინაობა ცნობილია

მასწავლებელს 5 ათასი ლარი კვალიფიკაციის ასამაღლებლად გადაეცემა - რომელ პედაგოგებს ეხებათ სამინისტროს დებულება

დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვის მიმართ შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაციულ ქმედებებს

პიროვნება
სკოლები

პედაგოგი მოწაფეებს ნარჩენების მართვასა და ბუნების მოფრთხილების მნიშვნელობაზე ესაუბრა

პროექტის მიზანია მრავალეთნიკური თბილისის შესწავლა

მოსწავლეებმა შესწავლილი ტექსტის მიხედვით, მოამზადეს რეკლამები და გამართეს „ვაჭრობა“

სკოლაში მოსწავლეს წარმატებას ულოცავენ და ახალი სიმაღლეების დაპყრობას უსურვებენ

7 მარტს, კოლეჯი „ახალი ტალღაში“ სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრები გამოფენა

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება