„მჯერა, აუცილებლად დაიპყრობთ წარმატების მწვერვალს“- დისველის საჯარო სკოლის მოსწავლეებს პედაგოგი ნინო დოხტურიშვილი კონკურსში წარმატებას ულოცავს
01-02-2022
დაკოპირებულია
-
+
ასლან შაინიძის სახელობის ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დისველის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ინგლისურენოვან კონკურსში წარმატებით იასპარეზეს.
აღნიშნულ ინფორმაციას სკოლის ინგლისური ენის პედაგოგი ნინო დოხტურიშვილი ავრცელებს. ის ამაყობს თავისი მოსწავლეებით, ულოცავს ამ წარმატებას და მომავალშიც წინსვლას უსურვებს.
„ეს არის ზუსტად ის სულიერი სილაღე, მონდომება და მოტივაცია, რაც მკაფიოდ დაანახა ამ ფოტოკოლაჟმა კონკურსის ხელმძღვანელებს. სწორედ ამ ერთსულოვნებამ მოგიტანათ რჩეულთა ხვედრი, რომელიც ცხოვრების მეგზურად გაგყვებათ. ყოველთვის მჯეროდა თქვენი და ახლაც მჯერა, რომ აუცილებლად დაიპყრობთ წარმატების მწვერვალს. English book education-ის მიერ გამოცხადებულ ინგლისურენოვან კონკურსში ,რომელიც მოიაზრებდა kristams karol-ის პერსონაჟების იმიტირებას, დისველის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა (პედაგოგი ნინო დოხტურიშვილი) მონაწილეობა მიიღეს და წარმატებით დააგვირგვინეს საკუთარი წარმოდგენა. ვულაცავ მათ ამ წარმატებებს“,- წერს პედაგოგი ნინო დოხტურიშვილი.