მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საქართველოში მოსწავლეები სკოლის ბუფეტებში ან, განსაკუთრებით პანდემიის პირობებში, სახლიდან მშობლების გატანებული სადილით იკვებებიან.
ამჟამად, ჯანდაცვის სამინისტრო განათლების სამინისტროსთან და UNICEF-თან ერთად სკოლებში უფასო კვების პროექტზე მუშაობს. თუმცა კვების მოდელთან დაკავშირებული დეტალები არ კონკრეტდება.
მანამდე კი გავეცნოთ თუ როგორ იკვებებიან სკოლებში სხვადასხვა ქვეყნის მოსწავლეები?
საფრანგეთი
საფრანგეთში სასკოლო კვების ეროვნული პროგრამა არ არსებობს. მთავრობა რეკომენდაციებსა და ნორმატივებს იღებს, მუნიციპალიტეტები კი აფინანსებენ და ორგანიზებას უკეთებენ.
სასკოლო საკვები უფასო არ არის, მაგრამ მშობლები სადილის საფასურის მხოლოდ 50%-ს იხდიან. ჩვეულებრივ ეს თანხა სამ ევროზე ნაკლებს შეადგენს.
საინტერესოა, რომ ბავშვებიც და მასწავლებლებიც საფრანგეთში ერთნაირად იკვებებიან: სადილისთვის გამოყოფილია არანაკლებ 30 წუთი, უფრო ხშირად კი - 1 საათი. ფრანგები აქაც ამტკიცებენ, რომ საკვები - სიამოვნების წყაროა და მოსწავლეებს როგორც დახვეწილი საკვებით ისე მისთვის უხვად გამოყოფილი დროით ანებივრებენ.
იაპონია
იაპონიაში დაწყებითი და საშუალო საფეხურის მოსწავლეებს სახლიდან საკვების მიტანა ეკრძალებათ. სკოლაში მოსწავლეები დიეტოლოგების შემუშავებული ერთნაირი კერძებით იკვებებიან.
მასწავლებლები კი ლანჩს იყენებენ, როგორც შესაძლებლობას მოყვნენ მეტს კვების კულტურის შესახებ. სადილის დროს რთავენ ვიდეოს, რომლის დროსაც ხსნიან, რას მიირთმევენ ბავშვები და რა გავლენას ახდენს ეს პროდუქტები მათ ჯანმრთელობაზე.
იაპონიაში სასკოლო კერძების მომზადებისას აკრძალულია გაყინული პროდუქტების გამოყენება. ყოველი ულუფა, საშუალოდ, გათვლილია 600-700 კილოკალორიაზე. ერთი სადილის ღირებულება დაახლოებით 2,5 დოლარს შეადგენს.
აშშ
ამერიკის შეერთებული შტატების სკოლებში თითოეულ ბავშვს საკუთარი ბარათი აქვს, რომელსაც სასადილოს შესასვლელში ატარებს. მშობლების ბარათთან დაკავშირებული ანგარიშიდან სტანდარტული თანხა ავტომატურად იჭრება, მაგრამ ბავშვს შეუძლია მიირთვას ყველაფერი, რაც მოესურვება.
ამერიკული სასკოლო მენიუ - ეს არის სასარგებლო და საყვარელი საკვების შერწყმა. ყოველდღე მოსწავლეები იღებენ ცოცხალ ხილსა და ბოსტნეულს. მაგრამ მენიუში არის ბავშვების საყვარელი საკვებიც, მაგალითად, როგორიცაა პიცა, სპაგეტი, კარტოფილი ფრი, სენდვიჩი. ასევე, მათ აძლევენ წვენებს, კაკაოსა და იოგურტებს. სკოლებში კატეგორიულად არ შეიძლება თხილეულისა და ტკბილეულის მიტანა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მასწავლებლებს ვადა დღეს 18:00 საათამდე აქვთ - ინფორმაციას გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს
არის თუ არა დასვენების დღე დიდი ხუთშაბათი და რამდენ ხანს გაგრძელედება სააღდგომო უქმეები სკოლებსა და ბაღებში
„სწავლა სინათლეა“ – სულორის საჯარო სკოლის პედაგოგის,ლიზა ჟღერიას ხედვა განათლებასა და მომავლის სკოლაზე
„9 აპრილი საქართველოსთვის გლოვის დღეა, თუმცა იმავდროულად ეროვნული თვითგამორკვევისა და თავისუფლებისკენ სწრაფვის სიმბოლოც…“
მოსწავლეებმა შექმნეს 9 აპრილისადმი მიძღვნილი პოსტერები