სიახლეები
ინტერვიუ, ეტალონი

‘’ეტალონმა’’ ჩამინერგა რწმენა, რომ თუ მოინდომებ, ნებისმიერ მიზანს მიაღწევ’’ - ინტერვიუ სტუდენტ ბადრი ოყუჯავასთან
26-10-2016
-
+


‘’ეტალონელი’’  ბადრი ოყუჯავა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის პოლიტოლოგიის მიმართულების სტუდენტია. 

სწავლის პარალელურად წერს. როგორც თვითონ ამბობს, რამდენიმე პატარა ნაბიჯი აქვს გადადგმული პროზასა და პოეზიაში.

„ალბათ ხმამაღალი განცხადება იქნება „ვწერ“-მეთქი რომ ვთქვა, თუმცა რამდენიმე პატარა ნაბიჯი მაქვს გადადგმული პროზასა და პოეზიაში. 2015 წელს ჩემმა ერთ-ერთმა მოთხრობამ მიიღო სტატუსი - „საუკეთესო პროზაული ნაწარმოები“ - და მოიპოვა საყმაწვილო ლიტერატურული პრემია „ამირანი“ (კონკურსის ორგანიზატორი იყო თბილისის მე-6 საავტორო სკოლა. პრემია ცნობილი ქართველი გერმანისტის, პოეტის ამირან (პაკო) სვიმონიშვილის სახელობის გახლდათ).“      

1.სწავლის პარალელურად თუ მუშაობთ?

ანაზღაურებადი სამუშაო არ მაქვს, თუმცა სტაჟირებას გავდივარ საქართველოს ეროვნულ მუზეუმში. დაინტერესებული ვარ არქეოლოგიით და, შესაბამისად, მოხალისე ვარ ეროვნული მუზეუმის სამთავროს არქეოლოგიურ ფონდში.      

2.გიყვართ, თუ არა კითხვა და რა ჟანრს კითხულობთ?

დიახ, რა თქმა უნდა, მიყვარს კითხვა. ჟანრს ვერ გამოვყოფ, თუმცა შემიძლია დაგისახელოთ ორი მწერალი, რომლებიც ყველაზე მეტად მიყვარს და რომელთაც ყველაზე მეტად ვაფასებ. თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში ასეთი გახლავთ ოთარ ჭილაძე, ხოლო უცხოურში - გაბრიელ გარსია მარკესი. ჩემ მიერ დასახელებული ავტორების მიხედვით მაგიური რეალიზმის ჟანრი უფრო ახლოს დგას ჩემს გემოვნებასთან.

3.რა შეიცვალა თქვენს ცხოვრებაში ‘’’ეტალონში’’ მონაწილეობის შემდეგ?

ეტალონი იყო ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, ტრამპლინი, რომელმაც, სხვა ყველაფერთან ერთად, გამხადა უფრო თავდაჯერებული. ჩამინერგა რწმენა, რომ თუ ადამიანი მოინდომებს, მაშინ ის ნებისმიერ მიზანს მიაღწევს. დღევანდელი გადმოსახედიდან მნიშვნელობა არ აქვს მერამდენე საპრიზო ადგილი დავიკავე შეჯიბრში, გაცილებით დიდი მნიშვნელობის მატარებელია ის ფაქტი, რომ ეტალონი იყო და არის პროექტი, რომელიც ისეთ პატარა მუნიციპალიტეტებსაც კი აძლევს საკუთარი შესაძლებლობის წარმოჩენის საშუალებას, როგორიც არის ჩხოროწყუ (დიახ, ჩხოროწყუელი გახლავართ).

4.თავად ინტელექტ-შეჯიბრის - ‘’ეტალონის’’ მნიშვნელობის შესახებ რას იტყოდით?

რა შეიძლება დავამატო იმას, რაც არაერთხელ თქმულა ჩვენი საგანმანათლებლო მედია-პროექტის, ეტალონის შესახებ. როგორც ყოველთვის, ეტალონი ემსახურება ეროვნულ საქმეს და საშუალებას აძლევს სკოლის მოსწავლეებს (არა მარტო) სრულიად კონკურენტულ სივრცეში მაქსიმალურად გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები. 

და ბოლოს, მინდა წარმატება ვუსურვო „ეტალონს“ და იმ ჯგუფს, რომელიც ამ პროექტს სიცოცხლისუნარიანობას ანიჭებს, ბატონი გოჩა ტყეშელაშვილის ხელმძღვანელობით, რა თქმა უნდა. ყოველთვის შევეცდები შევიტანო ჩემი მცირეოდენი წვლილი „ეტალონის“ განვითარებაში.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

პრობლემები უკავშირდება ბავშვის უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ დაბალ ინფორმირებულობას, სტერეოტიპებსა და შესაბამის პრაქტიკას

რატომ ვთესავთ ხორბალს წინასააღდგომოდ და რა უნდა გავითვალისწინოთ ხასხასა ჯეჯილის მისაღებად

ორი საგანი, რომელთა შესახებაც აბიტურიენტები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ

პიროვნება

„რომ შემეძლოს, მასწავლებლად სოკრატეს ავირჩევდი“ - გაეცანით, სამების საჯარო სკოლის დირექტორის მზექალა მინაძის შეხედულებებს

„მოსწავლის ნდობის მოპოვებისთვის აუცილებელია მასთან თანამშრომლობითი ურთიერთობის ჩამოყალიბება“

სკოლები

აქტივობის ფარგლებში, მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები შეასრულეს ცეკვები, სიმღერები და კიდევ ერთხელ, მადლობა გადაუხადეს დედებს და მასწავლებლებს ამაგისთვის

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება