სიახლეები
სიახლეები

„ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები შევიდა - დეტალები
02-02-2022
-
+


„ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილების თანახმად, რომელსაც პარლამენტმა მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი, სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლებს, რომლებსაც სახელოვნებო პროფესიული განათლება აქვთ და შესაბამისი უნარ-ჩვევები გააჩნიათ, თუმცა არა აქვთ უმაღლესი განათლება, შესაძლებლობა ექნებათ, შესაბამისი გადამზადების კურსის გავლის შემდგომ, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმდნენ.

ინიციატორის, კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, ელისო ბოლქვაძის განმარტებით, კანონის მიღების შედეგად, სახელოვნებო სფეროს პროფესიული განათლების მქონე პირს ასევე შესაძლებლობა ექნება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მასწავლებლობის მაძიებლად დასაქმდეს, რაც მას საშუალებას მისცემს გეოგრაფიული მდებარეობის მიუხედავად, მასწავლებლის მომზადების პროგრამაში ჩაერთოს.

კანონპროექტის მიღებით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში გაიზრდება სახელოვნებო სფეროს შესაბამისი უნარ-ჩვევების მქონე სპეციალისტთა (პედაგოგთა) პროფესიული კონკურენცია, რაც უზრუნველყობს საგანმანათლებლო პროცესის ხარისხის ამაღლებას. თანდათან აღმოიფხვრება სახელოვნებო სფეროს მასწავლებელთა დეფიციტი.

მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამა ითვალისწინებს თვითრეგულირებად დისტანციურ თეორიულ და პრაქტიკულ კურსს, რაც საშუალებას აძლევს დასაქმებულს, სკოლაში მუშაობის პარალელურად, მისთვის მოსახერხებელ დროის პერიოდში გაიაროს თეორიული კურსი და ტუტორის (სკოლის მიერ, სკოლის ბაზაზე, მაძიებლის პროფესიული განვითარების მიზნით გამოყოფილი კვალიფიციური კადრი) დახმარებით წარმართოს აკადემიური კურსის პრაქტიკული ნაწილი.

კანონპროექტის მიღების შედეგად, სახელოვნებო სასწავლო დაწესებულებებს, რომლებსაც არ გააჩნიათ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი, გაუჩნდებათ სტიმული, დაინტერესება, რომ მოიპოვონ სათანადო ავტორიზაცია, რის შედეგადაც მათ მიერ მომზადებულ სპეციალისტებს ექნებათ შესაძლებლობა, დასაქმდნენ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ვინ გადაწყვეტს, გაივლიან თუ არა უმაღლესები ავტორიზაციას - საბჭოს წევრთა ვინაობა ცნობილია

მასწავლებელს 5 ათასი ლარი კვალიფიკაციის ასამაღლებლად გადაეცემა - რომელ პედაგოგებს ეხებათ სამინისტროს დებულება

დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვის მიმართ შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაციულ ქმედებებს

პიროვნება
სკოლები

პედაგოგი მოწაფეებს ნარჩენების მართვასა და ბუნების მოფრთხილების მნიშვნელობაზე ესაუბრა

პროექტის მიზანია მრავალეთნიკური თბილისის შესწავლა

მოსწავლეებმა შესწავლილი ტექსტის მიხედვით, მოამზადეს რეკლამები და გამართეს „ვაჭრობა“

სკოლაში მოსწავლეს წარმატებას ულოცავენ და ახალი სიმაღლეების დაპყრობას უსურვებენ

7 მარტს, კოლეჯი „ახალი ტალღაში“ სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრები გამოფენა

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება