სიახლეები
პიროვნება

„დისტანციურმა სწავლებამ მშობელი მასწავლებელთან უფრო დააახლოვა​“- მანანა ხობელია, ფოთის N12 საჯარო სკოლის დირექტორი
02-02-2022
-
+


როგორი უნდა იყოს იდეალური მოსწავლე? რა არის უმთავრესი, რასაც მოსწავლეს ასწავლიან? რა ახარებს, როგორც დირექტორს? - ამ და სხვა საკითხებზე Etaloni.ge-ს ფოთის N12 საჯარო სკოლის დირექტორი მანანა ხობელია ესაუბრა.

-
უმთავრესი, რასაც მოსწავლეს ვასწავლით...

- არის, პირველ რიგში, წესიერება (ამაში იგულისხმება ბევრი რამ, მაგალითად, პასუხისმგებლობა, კეთილგონიერება და ა.შ. ადამიანური თვისებები) და შემდეგ უკვე აზროვნება, ფიქრი საკუთარ თავთან, თვითსწავლა.

- ვფიქრობ, იდეალური მოსწავლე...

- მოსწავლე არ არსებობს ისე, როგორც არ არსებობს, ზოგადად, იდეალური ადამიანი. მაგრამ მასთან მიახლოებულია მოსწავლე, რომელსაც აქვს მაღალი პასუხისმგებლობა და სიბეჯითე. 

- ვცდილობ, სკოლაში შევქმნა...

- კეთილგანწყობილი, სამართლიანობაზე დაფუძნებული მამოტივირებელი გარემო. 

- როგორც დირექტორს, მახარებს, რომ...

- სასკოლო საზოგადოება ვითარდება და ეს თემისა და საზოგადოების ნდობაში გამოხატება.

- კოლეგებისგან ხშირად მესმის...

- რომ დისტანციური სწავლების პროცესმა უფრო დაახლოვა მშობელი მასწავლებელთან, უფრო ჩაახედა მშობელი სასკოლო ცხოვრებაში, უფრო დაფასდა მასწავლებლის შრომა. ტყუილად არ უთქვამთ „ზოგი ჭირი მარგებელიაო“.

- დღევანდელობაში საჭიროა...

- მოზარდთან ახლოს იყოს მშობელი, მასწავლებელი, სკოლა. იცნობდეს მის სულიერ სამყაროს, დაეხმაროს მას სხვადასხვა პრობლემის უმტკივნეულოდ გადაჭრაში. ყველაზე დიდი როლი ამ საქმეში, რა თქმა უნდა, მშობლისაა.

- იმედი მაქვს, რომ...

- პანდემია მალე დასრულდება და ცხოვრება ჩვეულ კალაპოტს დაუბრუნდება.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება