სიახლეები
პიროვნება

„საჭიროა მოსწავლეებს ვასწავლოთ საკუთარი აზრის თავისუფლად გამოთქმა, მივეხმაროთ ცოდნის რეალიზებაში“-ურავის საჯარო სკოლის დირექტორი ნანი კერესელიძე
02-02-2022
-
+


რა არის დღევანდელობაში საჭირო? რა ახარებს როგორც დირექტორს? და მისი აზრით, რა არის ის უმთავრესი, რაც მოსწავლეს უნდა ვასწავლოთ? - ამ და სხვა საინტერესო ბლიც-კითხვებს etaloni.ge-ს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ურავის საჯარო სკოლის დირექტორი ნანი კერესელიძე პასუხობს.

- უმთავრესი, რასაც მოსწავლეს ვასწავლით...

- საზოგადოებასთან ურთიერთობა, საკუთარი შეხედულებების თავისუფლად წარმოთქმა და დასაბუთება. განსხვავებული აზრის მიღება და პატივისცემა, ცოდნის რეალიზება.

- ვფიქრობ, იდეალური მოსწავლე...

- უნდა იყოს მოწესრიგებული, პასუხისმგებლიანი, მიზანდასახული და მონდომებული. იდეალურია მოსწავლე,
რომელსაც შეუძლია ახალი ცოდნის ადვილად ათვისება, გაანალიზება, მოვლენის შეფასება და რაიმე ახალის შექმნა.

- ვცდილობ სკოლაში შევქმნა ...

- მშვიდი და უსაფრთხო გარემო. ვიყენებ ყველა საჭირო ხერხს, რათა ცოდნის მიღება მოსწავლისათვის იყოს საინტერესო და სასიამოვნო პროცესი.

- როგორც დირექტორს, მახარებს ...

- როგორც ჩემი მოსწავლეების თითოეული წინ გადადგმული ნაბიჯი, ასევე პედაგოგების წარმატება.

- კოლეგებისგან ხშირად მესმის...

- რომ თანამედროვე ტექნოლოგიებს, ვგულისხმობ კომპიუტერულ ცოდნას, მოსწავლეები ხშირად არასწორად იყენებენ. ძირითადად გასართობად, თამაშებისთვის.

- დღევანდელობაში საჭიროა...

- მოსწავლეებს ვასწავლოთ საკუთარი აზრის თავისუფლად გამოთქმა, მივეხმაროთ ცოდნის რეალიზებაში. მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი, რომ მათთვის ცოდნის მიღება იყოს სასიამოვნო პროცესი. საჭიროა იცოდნენ როგორც მოსწავლეებმა, ისე მასწავლებლებმა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში. მუდმივი სიახლეების გაცნობაა საჭირო, რათა მოსწავლე ან მასწავლებელი არ ჩამორჩეს თანამედროვე
ცხოვრების ტემპს.

- იმედი მაქვს, რომ...

- მასწავლებლებისა და მოსწავლეების თანამშრომლურ, ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობით, ასევე სწავლების ინოვაციური მეთოდებითა და სტრატეგიების გამოყენებით წინ მრავალ წარმატებულ ნაბიჯებს გადადგამს სკოლა.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება