სიახლეები
პიროვნება

„უმთავრესი, რასაც მოსწავლეს ვასწავლით, დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის მომზადებაა“- მაია მამისეიშვილი, გეგუთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი
02-02-2022
-
+


როგორი უნდა იყოს იდეალური მოსწავლე? რა არის უმთავრესი, რასაც მოსწავლეს ასწავლიან? რა ახარებს, როგორც დირექტორს? - ამ და სხვა საკითხებზე Etaloni.ge- წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი მაია მამისეიშვილი ესაუბრა.

-
უმთავრესი, რასაც მოსწავლეს ვასწავლით...

- დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის მომზადებაა. მივიყვანოთ იქამდე, რომ  მსოფლიო მოქალაქედ  იგრძნოს თავი და  შინაგანად ითავისებდეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მისი როლი ამ სამყაროში, ჩვენს ქვეყანაში. ეს ის პროცესია, როცა ორიენტირებული ხარ ასწავლო არა მხოლოდ კონკრეტული საგანი, არამედ ჩამოუყალიბო  მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობები, გამოუმუშავო-განუვითარო  მრავალმხრივი უნარები  და  უშიშარი , თავდაჯერებული გაუშვა სკოლიდან, როგორც  სწორი ღირებულებების მოქალაქე, რომელიც მზადაა  შესაძლებლობებისა და ინტერესების საფუძველზე  აირჩიოს  პროფესია  და ემსახუროს ქვეყანას, მსოფლიოს.

- ვფიქრობ, იდეალური მოსწავლე...

- ჩემი აზრით, შეუძლებელია მოსწავლეები დავყოთ „იდეალურებად“ და „არაიდეალურებად“....იდეალურია თითოეული ადამიანი, ამიტომაც ვემიჯნები ყოველგვარ დეფინიციას, რომელიც თავის თავში პირდაპირ თუ ირიბად გულისხმობს  ანტონიმურ შინაარსს და მიმართულია ადამიანებისადმი, მათ შორის მოსწავლეებისადმი.

- ვცდილობ, სკოლაში შევქმნა...

- კეთილგანწყობილი, საქმეზე ორიენტირებული გარემო. ყოველდღიური საქმიანობით ყველას ვაჩვენო, რომ ხშირად ხელისშემშლელი ფაქტორები ის გამოწვევებია, რომლებიც უნდა გადაიჭრას მიზანზე ორიენტირებული  ნაბიჯებით და ეს განვითარების შესაძლებლობაა და არა დემოტივაციის მიზეზი.  ამიტომაც ვთვლი, რომ  მიზნის სწორად განსაზღვრას, გუნდურობას, ერთმანეთის მხარდაჭერას, ღია ურთიერთობებს შედეგებიც სათანადო მოაქვს და ჩვენ ამ წლების მანძილზე  კარგად დავინახეთ, თუ როგორ ღირსეულად გაართვა თავი თამარ მეფის სახელობის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთის N1 საჯარო სკოლის სასკოლო საზოგადოებამ მის წინაშე არსებულ გამოწვევებს. 

- როგორც დირექტორს, მახარებს, რომ...

- უახლოეს პერიოდში ჩვენი მოსწავლეები  სკოლის ახალ შენობაში განაგრძობენ სწავლას. აქვე აღვნიშნავ, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლობის საფუძველზე, მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით  სოფელ გეგუთში აშენდა 240 მოსწავლეზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლის ახალი შენობა და ეს ნამდვილად არის მნიშვნელოვანი საქმე ჩვენი თემისთვის, სკოლაში დასაქმებული თითოეული ადამიანისათვის.

- კოლეგებისგან ხშირად მესმის...

- ამ პერიოდში მნიშვნელოვანია ვფიქრობდეთ, როგორ განვავითაროთ სკოლაში ონლაინ სწავლების  მოდელი, როგორ გავაუმჯობესოთ ჩვენი კომპეტენციები და მაშინაც კი, როცა პანდემია აღარ შეაწუხებს მსოფლიოს, ვნერგავდეთ ონლაინ სკოლის მოდელს, როგორც  დამატებითი სერვისების მიწოდების ერთ-ერთ გზას როგორც ფორმალური, ისე არაფორმალური განათლების გაუმჯობესების ხელშესაწყობად. ხშირად არათუ მესმის, არამედ ვმსჯელობთ, რომ  აუცილებლად უნდა ვიზრუნოთ ყველა იმ მოსწავლეზე, რომელთა განწობებზეც აისახა პანდემია, როგორც დემოტივაციის ფაქტორი  და გავაკეთოთ ყველაფერი თითოეული მოსწავლის ხელშესაწყობად.

- დღევანდელობაში საჭიროა...

- დღეს მნიშვნელოვანია სწორად შეფასდეს სკოლის ძლიერი და გასაუმჯობესებელი მხარეები. დავინახოთ გარე ფაქტორების როლი, მნიშვნელობა და გავლენები. შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებით შევძლოთ ყველა გამოწვევას გავუმკლავდეთ ისე, რომ არ დავაზარალოთ არც ერთი მოსწავლე, მივაღწიოთ ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ შედეგებს. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეუძლია სკოლას თქვას, რომ ფუნქციონირებს, როგორც მოსწავლეზე ორინეტირებული და წარმატებული დაწესებულება.

- იმედი მაქვს, რომ...

- მსოფლიო მალე დაემშვიდობება პანდემიის პერიოდს და ჩვენი სკოლის სახელიც  გრძელვადიანი მიზნების გახორციელების პროცესში ბევრი საინტერესო მოსწავლე-მასწავლებლით გაჟღერდება.   


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება