სიახლეები
პიროვნება

„მახარებს, რომ სკოლაში მოვიდნენ ახალგაზრდა, მოტივირებული პედაგოგები, რომლებიც სიამოვნებით იზიარებენ უფროსების გამოცდილებას“-ჭვინთის სკოლის დირექტორი
02-02-2022
-
+


როგორი უნდა იყოს იდეალური მოსწავლე? რა არის უმთავრესი, რასაც მოსწავლეს ასწავლიან? რა ახარებს, როგორც დირექტორს? - ამ და სხვა საკითხებზე Etaloni.ge- ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვინთის საჯარო სკოლის დირექტორი გიორგი გაგნიძე ესაუბრა.

-
უმთავრესი, რასაც მოსწავლეს ვასწავლით...

- ვცდილობთ მოსწავლეს ვასწავლოთ სწავლა. ანუ როგორ ისწავლოს სკოლს შემდეგ ის, რის ცოდნასაც რეალური ცხოვრება მოსთხოვს.

- ვფიქრობ, იდეალური მოსწავლე...

- არა მარტო კარგად სწავლობს გაკვეთილებს, არამედ კრიტიკულად აანალიზებს და ცდილობს დაუკავშიროს რეალური ცხოვრების მაგალითებს.

- ვცდილობ, სკოლაში შევქმნა...

- ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული, თანამშრომლობითი, მეგობრული გარემო როგორც მასწავლებლებს, ისე მოსწავლეებს და მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შორის.

- როგორც დირექტორს, მახარებს, რომ...

- სკოლაში მოვიდნენ ახალგაზრდა, მოტივირებული მასწავლებლები, რომლებიც სიამოვნებით იზიარებენ უფროსების გამოცდილებას. ამასთანავე, სიხალისე და ახალი იდეები შემოაქვთ სასწავლო პროცესში.

- კოლეგებისგან ხშირად მესმის...

- წუხილი იმის თაობაზე, რომ ჩვენი განათლების სისტემა ჯერ კიდევ ვერ მივიდა იმ დონემდე, რაც საჭიროა ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების სრულად დასაკმაყოფილებლად.

- დღევანდელობაში საჭიროა...

- მასწავლებელი იქცეს სახელმწიფოს ყოველდღიური ზრუნვის საგნად. მასწავლებლის (ზოგადად) ავტორიტეტის ზრდა ავტომატურად ნიშნავს სკოლის ავტორიტეტის ზრდას, რაც მისდამი მოსწავლეების და მშობლების ნდობის ამაღლებას და საბოლოო ჯამში, სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას ნიშნავს.

- იმედი მაქვს, რომ...

- „ახალი სკოლის მოდელის“ სრულფასოვანი დანერგვა, სკოლების მატერიალურ ტექნიკური ბაზის გაძლიერება, მასწავლებელთა დაუღალავი (რომელიც ყოველთვის სახეზეა) შრომა, საქართველოს განათლების სისტემას აქცევს ერთ-ერთ საუკეთესოდ მსოფლიოში.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება