მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
როგორი უნდა იყოს იდეალური მოსწავლე? რა არის უმთავრესი, რასაც მოსწავლეს ასწავლიან? რა ახარებს, როგორც დირექტორს? - ამ და სხვა საკითხებზე Etaloni.ge-ს ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღების საჯარო სკოლის დირექტორი ნუნუ ლობჯანიძე ესაუბრა.
- უმთავრესი, რასაც მოსწავლეს ვასწავლით...
- ესაა პრაქტიკული უნარ-ჩვევები. ინფორმაციის მოპოვების, დამუშავების და დასკვნების გაკეთების უნარ-ჩვევები (ანალიზი, სინთეზი, შეფასება). აღნიშნული უნარები მოსწავლეებს საშუალებას მისცემს თეორიული მასალა აითვისონ და დაამუშაონ არა მარტო სასკოლო პირობებში, არამედ გამოიყენონ მთელი ცხოვრების მანძილზე, რაც მათი წარამატების საფუძველს შექმნის.
- ვფიქრობ, იდეალური მოსწავლე...
- ესაა მოტივირებული მოსწავლე, რომელსაც გააზრებული აქვს ცოდნის მნიშვნელობა და სრული პასუხისმგებლობით ეკიდება სასწავლო პროცესს. ამასთანავე, ცოდნის მიღებაში ეხმარება სხვებსაც, თავს გრძნობს საერთო ჯგუფის წევრად და გააზრებული აქვს რომ პრობლემების დაძლევა გაცილებით ეფექტურია ერთობლივი ძალისხმევით.
- ვცდილობ, სკოლაში შევქმნა...
- მეგობრული, თანამშრომლობითი და მიზნებზე ორიენტირებული მოტივირებული გარემო.
- როგორც დირექტორს, მახარებს, რომ...
- სკოლაში შექმნილია მეგობრული და თანამშრომლობითი ატმოსფერო, რომ მოსწავლეები არ იზღუდებიან დირექტიული, ავტოკრატიული მართვის სტილით. არიან თავისუფლად და დემოკრატიულად მოაზროვნე მოსწავლეები ძალადობრივი ურთიერთობების გარეშე.
- კოლეგებისგან ხშირად მესმის...
- მადლიერი შეფასებები ჩემი მათდამი ჰუმანური და მკაფიოდ გამოხატული კოლეგიალური დამოკიდებულების გამო. მახარებს, რომ კოლექტივი არის სკოლის განვითარებაზე ორიენტირებული, ერთიანი, მოტივირებული თანამშრომლობითი ბირთვი.
- დღევანდელობაში საჭიროა...
- თანამშრომლობითი ურთიერთობების გაღრმავება. მთლიანი ჯგუფის წევრების მიმართ მკაფიოდ გამოხატული როლების გადანაწილება თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საერთო მიზნისკენ მოთმინებით სვლა.
- იმედი მაქვს, რომ...
- ჩვენი სკოლა თავის ღირსეულ წვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნის წარმატებისა და კეთილდღეობის საერთო საქმეში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.