მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
რა არის დღევანდელობაში საჭირო? რა ახარებს როგორც დირექტორს? და მისი აზრით, რა არის ის უმთავრესი, რაც მოსწავლეს უნდა ვასწავლოთ? - ამ და სხვა საინტერესო ბლიც-კითხვებს etaloni.ge-ს ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქარიატის საჯარო სკოლის დირექტორის მ/შ მაია ალექსანდრია პასუხობს.
- უმთავრესი, რასაც მოსწავლეს ვასწავლით. . .
- უმთვრესი მაინც ადამიანურობა, სიყვარული, სწორი ღირებულებების პოვნა და მიღებაა.
- ვფიქრობ, იდეალური მოსწავლე. . .
- იდეალურია მოსწავლე, რომელსაც აქვს შეცნობის სურვილი, უხარია საკუთარიც და სხვისიც, არ ეზარება სწავლა და ცხოვრება, არ ასვენებს ინტერესი და არ ასვენებს მასწავლებელსაც.
- ვცდილობ სკოლაში შევქმნა. . .
- ვცდილობ შევქმნა ისეთი გარემო, სადაც მოსწავლეს გაუჩნდება სკოლაში მოსვლის, ყოფნის, სწავლის სურვილი; თანასწორობის პრინციპი იქნება უმთავრესი და ამ თანასწორობაში არ ჩაიკარგება მოსწავლეთა და მასწავლებელთა ინდივიდუალიზმი.
- როგორც დირექტორს, მახარებს რომ. . .
- მახარებს ის, რომ მოსწავლეები ახერხებენ გამაოცონ ხშირად თავისუფალი, კრიტიკული აზროვნებით. მიხარია, რომ მათ აქვთ მოლოდინები სკოლისგან; მიხარია, რომ მათ სკოლაში მოსვლა უხარიათ.
მიხარია, რომ მასწავლებლები სკოლის, მოსწავლეების ერთგულები არიან; მიხარია, რომ არიან ერთი მთლიანი გუნდი; მიხარია, რომ მუდმივად ეძებენ და ფარ-ხმალს არასდროს ყრიან.
- კოლეგებისგან ხშირად მესმის. . .
- ეშინიათ, არ ჩამორჩნენ დროის მოთხოვნებს და ყველაფერი უნდა გააკეთონ პროფესიული ზრდისთვის.
მათ ახარებთ თავიანთი მოსწავლეების წარმატებები; ისინი მუდმივ კავშირში არიან ერთმანეთთან და ურთიერთობა სკოლის დამთავრების შემდეგაც ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება. მათთვის ფასდაუდებელია ის ურთიერთობები, რომლებიც აქ ჩამოუყალიბდათ და „აქ ძალიან თბილა“.
- დღევანდელობაში საჭიროა. . .
- აუცილებლად უნდა დაიწყო და მიიყვანო ბოლომდე;
გქონდეს პრინციპები და იყო მისი ერთგული;
უნდა იშრომო და მოითხოვო ის, რაც გეკუთვნის;
გააკეთო სწორი შეფასება და თვითშეფასება.
- იმედი მაქვს, რომ. . .
- იმედი მაქვს, რომ თუ ერთად ვიქნებით, მიზანს მივაღწევთ;
იმედი მაქვს, რომ ერთად ვიქნებით;
იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.