სიახლეები
პიროვნება

„ვცდილობ, შევქმნა მოსწავლეზე ორიენტირებული გარემო, რომ ბავშვს „ეჩქარებოდეს“ სკოლაში მოსვლა“- დაბა ჩოხატაურის N1 სკოლის დირექტორი ეთერ წილოსანი
02-02-2022
-
+


რა არის დღევანდელობაში საჭირო? რა ახარებს როგორც დირექტორს? და მისი აზრით, რა არის ის უმთავრესი, რაც მოსწავლეს უნდა ვასწავლოთ? - ამ და სხვა საინტერესო ბლიც-კითხვებს etaloni.ge-ს ნიკო მარის სახელობის დაბა ჩოხატაურის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ეთერ წილოსანი პასუხობს. 

- უმთავრესი, რასაც მოსწავლეს ვასწავლით. . .
- პირობისეული ცოდნის გააქტიურება და დახმარება, გაიაზროს მიღებული ცოდნა და უნარების ღირებულება - რაში სჭირდება, როგორ გამოიყენებს ცხოვრებაში, სად, რა ფორმით და რასთან კავშირში შეძლებს მიღებული ცოდნის რეალიზება-გამოყენებას. ამ ყველაფრის გაცნობიერების შემდეგ, კი მოსწავლეს სულ სხვა შინაგანი მოტივაცია და ინტერესი აღეძვრება.

- ვფიქრობ, იდეალური მოსწავლე. . .
- იდეალური, ცოტა არეალურად მეჩვენება, ვფიქრობ მოსწავლე უნდა იყოს მოტივირებული, კრეატიული, შემოქმედებითი, მაძიებელი, მიზანდასახული და შედეგზე ორიენტირებული.

- ვცდილობ სკოლაში შევქმნა. . .
- პოზიტიური, მოსწავლეზე ორიენტირებული გარემო, რომ მოსწავლეს „ეჩქარებოდეს“ სკოლაში მოსვლა, (უსაფრთხო გარემო კოვიდრეგულაციების დაცვით, კვალიფიციური, სასკოლო საზოგადოება თანამშრომლობის კულტურის მაღალი თამასით, უწყვეტი ინტერნეტი, თანამედროვე კომპიუტერული ლაბორატორიები, გამართული ელექტრონული ბიბლიოთეკა, მდიდარი წიგნადი ფონდი, სპორტული ინვენტარით აღჭურვილი სპორტული დარბაზი, არაფორმალური განათლების ხელშეწყობა).

- როგორც დირექტორს, მახარებს რომ. . .
- მყავს ერთ გუნდად შეკრული სასკოლო საზოგადოება, მენტორი და წამყვანი სტატუსის პედაგოგები და წარმატებული მოსწავლეები (მედალოსნები, პირველი კომპიუტერის მფლობელები, პროექტებში გამარჯვებულები....).

- კოლეგებისგან ხშირად მესმის. . .
- დაღუპა ბავშვები კომპიუტერებმა (ვერ ახერხებენ მშობლები არასასურველი საიტების დაბლოკვას) და დაიღუპა
ბავშვები დისტანციური სწავლებით, ბავშვებს დაავიწყდათ სოციალური უნარ-ჩვევები.

- დღევანდელობაში საჭიროა. . .
- გულწრფელი კომუნიკაცია, მშობლებთან ეფექტური თანამშრომლობა, მეწარმეების თანადგომა და დახმარება სოციალურად შეჭირვებულ ოჯახებს. მეტი ინვესტიციების ჩადება სკოლებში.

- იმედი მაქვს, რომ. . .
- დავამარცხებთ კოვიდ-19-ს, შევძლებთ სასწავლო პროცესი სრულად გადავიტანოთ სასკოლო გარემოში და დავდოთ უკეთესი შედეგები.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება