მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
რა არის დღევანდელობაში საჭირო? რა ახარებს როგორც დირექტორს? და მისი აზრით, რა არის ის უმთავრესი, რაც მოსწავლეს უნდა ვასწავლოთ? - ამ და სხვა საინტერესო ბლიც-კითხვებს etaloni.ge-ს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხულგუმოს საჯარო სკოლის დირექტორი ქნარიკ ჩივჩიანი პასუხობს.
- უმთავრესი, რასაც მოსწავლეს ვასწავლით...
- ვასწავლით მეცნიერებებს, ისტორიას, კულტურას და მიზანდასახულობას.
- ვფიქრობ, იდეალური მოსწავლე...
- იდეალურია მოსწავლე, ვინც დღევანდელ მძიმე პირობებში ასწრებს არა მარტო სწავლას, არამედ აქტიურია სასკოლო ცხოვრებაში. პირნათლად ასრულებს დავალებას.
- ვცდილობ სკოლაში შევქმნა...
- სასწავლო, ჯანსაღი და საინტერესო გარემო.
- როგორც დირექტორს, მახარებს რომ...
- მახარებს რომ, პანდემიის ასეთ მძიმე პირობებში, მოსწავლეები ჩვეულებისამებრ დადიან სკოლაში, აინტერესებთ სწავლა და არიან მომთხოვნი.
- კოლეგებისგან ხშირად მესმის...
- დღეს აქტიური თემაა, როგორც პანდემიაზე საუბარი, ასევე სკოლის საქმიანობის პერსპექტივაზე.
- დღევანდელობაში საჭიროა...
- არ გვეშინოდეს დღევანდელი მდგომარეობის, დავიცვათ რეკომენდირებული ინსტრუქციები. ვიყოთ განსაკუთრებით ყურადღებიანი და იმედი მივცეთ ყველას, რომ ყველაფერი კარგად იქნება.
- იმედი მაქვს, რომ...
- მალე დამთავრდება აღნიშნული კრიზისი და დავუბრუნდებით ცხოვრების ჩვეულ რიტმს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს
სკოლებში ახალი საგანი შედის - „სამინისტრო ვალდებულია გადაამზადოს მასწავლებლები, დაამტკიცოს პროგრამები“
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.