სიახლეები
საინტერესო

მასწავლებლები, რომლებმაც მსოფლიო შეცვალეს
10-04-2022
-
+


მასწავლებელი ყველა ადამიანის ცხოვრებაში, გარკვეულ ეტაპზე, მნიშვნელოვან ნაწილს იკავებს. მას შეუძლია მოსწავლეთა განვითარება დადებითი ან უარყოფითი გზით წაიყვანოს. არიან პედაგოგები, რომლებიც ადამიანების შთაგონების წყარო ხდებიან და მათ ცხოვრებას ცვლიან. თუმცა არიან მასწავლებლები, რომლებმაც თავიანთი საქმიანობით, დაუღალავი შრომითა და ბრძოლით მსოფლიო შეცვალეს.

ჩვენ სწორედ რამდენიმე ასეთ პედაგოგზე მოგიყვებით.

ემა უილარდი

ემა უილარდი ქალთა უფლებების მოთხოვნის მოძრაობის სათავეში იყო . მან განათლება საკუთარი საქმის გასაგრძელებლად გამოიყენა. უილარდმა 1821 წელს ტროას ქალთა სემინარია გახსნა. ეს იყო პირველი სკოლა, აშშ-ში სადაც ქალები უმაღლეს განათლებას იღებდნენ.

ენ სალივანი

სალივანმა სახელი 20 წლის ასაკში მოიპოვა მაშინ, როდესაც ჰელენ კელერის გუვერნანტად დაიწყო მუშაობა. ის კელერს ჟესტების ენის გამოყენებით განათლების მიღებაში დაეხმარა და რამდენიმე თვეში დაახლოებით 600 სიტყვა, მათემატიკა და ბრალილი ასწავლა. შედეგად, სალვინი კელერს დაეხმარა, რომ გამხდარიყო პირველი ყრუ და ბრმა ადამიანი, რომელმაც კოლეჯის ხარისხის მიღება შეძლო.

გაბრიელა მისტრალი

მისტრალი (იგივე ლუცილა გოდოი ალკაიაგა) მასწავლებელი და ნობელის პრემიის ლაურეატი პოეტი იყო. იგი ჩილეს ყველა მოქალაქისთვის კარგი განათლების უფლებისთვის იბრძოდა. მან მთელ ქვეყანაში იმოგზაურა და ადამიანებს განათლების მიღებაში დაეხმარა. ის სანტიაგოში გოგონების სკოლის დირექტოც გახდა. მისტრალმა მოგზაურობა მსოფლიოში, როგორც დიპლომატმა განაგრძო. იგი ყველას თავის პოეზიასა და ჰუმანიტარულ გზავნილებს უზიარებდა.

ალბერტ აინშტანი

ალბერტ აინშტანი მსოფლიოს ესთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფიგურაა. მას სანამ ფართო საზოგადოება გაიცნობდა მასწავლებელი იყო. ის საშუალო სკოლის პედაგოგად მუშაობდა, შემდეგ კი ლექციებს კითხულობდა. მეცნიერმა მსოფლიოს ისტორიაში განსაკუთრებული კვალი დატოვა. მან ფარდობითობის თეორია წამოაყენა. ალბერტ აინშტაინი ნობელის პრემიის მფლობელიც გახდა.

სალმან ხანი

ხანი თანამედროვე სამყაროში ინტერნეტის ძალის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაგალითია. მისი „ხანის აკადემია“ უფასო ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც სხვადასხვა აკადემიურ საგანზე ათასობით გაკვეთილს მოიცავს. YouTube-ზე მის არხს ოთხ მილიონობით გამომწერი ჰყავს.

მარია მონტესორი

მონტესორი იტალიელი ექიმი და განმანათლებელი იყო. მან 1897 წელს შეიმუშავა სწავლების ფილოსოფია, რომელიც დღესაც ფართოდ გამოიყენება. მეთოდი განიხილავს ბავშვებს, როგორც სწავლის მსურველებს, ხოლო უფროსებს, რომლებსაც აქვთ პასუხისმგებლობა შექმნან გარემო, რომელიც ავითარებს მას.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება