სიახლეები
პიროვნება

„ვცდილობ, სკოლა იყოს სანიმუშო“- აფხაზეთის N22 საჯარო სკოლის დირექტორი ნინო კიკნაველიძე
02-02-2022
-
+


რა არის დღევანდელობაში საჭირო? რა ახარებს როგორც დირექტორს? და მისი აზრით, რა არის ის უმთავრესი, რაც მოსწავლეს უნდა ვასწავლოთ? - ამ და სხვა საინტერესო ბლიც-კითხვებს etaloni.ge-ს აფხაზეთის N22 საჯარო სკოლის დირექტორი ნინო კიკნაველიძე პასუხობს.

- უმთავრესი, რასაც მოსწავლეს ვასწავლით. . .
- ზრდილობას, პასუხისმგებლობას, პატივისცემას.

- ვფიქრობ, იდეალური მოსწავლე. . .
- არის ის, ვისაც არ ეზარება დავალებების შესრულება, ყოველდღე მოდის მოწესრიგებული და აქვს სურვილი გაიგოს ახალი.

- ვცდილობ სკოლაში შევქმნა. . .
- სასიამოვნო და სასწავლო გარემო მოსწავლეებისათვის, მასწავლებლებისათვის. ვცდილობ, მივცე მასწავლებლებს განვითარების და წინსვლის საშუალება და ყველა შემოსული ადამიანისათვის სკოლა იყოს სანიმუშო და მისაღები.

- როგორც დირექტორს, მახარებს რომ. . .
- კოვიდპანდემიიდან გამომდინარე დაცული იყოს ყველა რეგულაცია, მოსწავლე და მასწავლებელი იყოს ჯანმრთელად, ყველა თანამშრომელი მზად იყოს სიძნელეების გადალახვისთვის. კოლექტივი და მათ შორის მოსწავლეებიც იყვნენ შეკრულნი ერთ გუნდად.

- კოლეგებისგან ხშირად მესმის. . .
- „გადავედი ონლაინ სწავლებაზე“ ჩვენი სკოლა ჯერჯერობით გარდა სამინისტროს მითითებისა არ ყოფილა ონლაინ სწავლებაზე.

- დღევანდელობაში საჭიროა. . .
- დავიცვათ კოვიდრეგულაციები, როგორც დიდებმა, ისე პატარებმა და ვასწავლოთ მოსწავლეებს სიძნელეებთან გამკლავება.

- იმედი მაქვს, რომ. . .
- მალე დამთავრდება პანდემია და სხვადასხვა საჯარო სკოლებთან გვექნება მეგობრული ურთიერთობა (შეჯიბრებები, კონცერტები და სხვა).


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება