მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ვცდილობ სკოლაში შევქმნა მოსწავლეზე ორიენტირებული, პოზიტიური სასწავლო გარემო, სადაც მთავარი ღირებულება სიყვარული და თანამშრომლობაა - ამბობს ხონის N3 საჯარო სკოლის დირექტორი ვერა ბენიძე და etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს საინტერესოდ პასუხობს.
- უმთავრესი, რასაც მოსწავლეს ვასწავლით. . .
- იყოს პასუხისმგებლიანი, ტოლერანტი, გადაწყვეტილების მიმღები მოქალაქე.
- ვფიქრობ, იდეალური მოსწავლე. . .
- ვფიქრობ იდეალური სამყაროში არაფერია. მით უმეტეს ადამიანი. ყველა მოსწავლე ინდივიდუალურია. სწორედ ეს ინდივიდუალიზმი ხდის მას უნიკალურად. ჩვენი მოვალეობაა დავეხმაროთ მას ინდივიდუალური უნარების განვითარებაში, რაც საშუალებას მისცემს გახდეს რეალიზებული ადამიანი და იპოვოს თავისი ადგილი ცხოვრებაში.
- ვცდილობ სკოლაში შევქმნა. . .
- მოსწავლეზე ორიენტირებული, პოზიტიური სასწავლო გარემო. გარემო სადაც მთავარი ღირებულება სიყვარული და თანამშრომლობაა. სადაც ყველა კარგად გრძნობს თავს, სადაც ადამიანებს არ ეშინიათ შეცდომის დაშვება და ამ შეცდომებზე სწავლობენ.
- როგორც დირექტორს, მახარებს რომ. . .
- სკოლის წარმატებები და ამ წარმატებების აღიარება სასკოლო საზოგადოების, თემის თუ სისტემის წარმომადგენელთა მხრიდან.
მახარებს თითოეული მოსწავლის პროგრესი. მახარებს მოტივირებული, ბავშვებზე და საქმეზე შეყვარებული მასწავლებლების ყურება. მახარებს კმაყოფილი და მადლიერი მშობლების ნახვა და მოსმენა.
მახარებს, როცა მოსწავლისა და მასწავლებლისაგან მესმის, რომ სკოლაში თავს კომფორტულად გრძნობს.
- კოლეგებისგან ხშირად მესმის. . .
- მოდი ეს საკითხი ერთად განვიხილოთ. აი, ეს მესმის ყველაზე ხშირად კოლეგებისგან და ამით ბედნიერი ვარ.
- დღევანდელობაში საჭიროა. . .
- თანმიმდევრული საგანმანათლებლო პოლიტიკა. სწორი ხედვა, სკოლის მისიის ზუსტად განსაზღვრა. სიახლეების მიმღებლობა და მტკიცე ნაბიჯით პროგრესისკენ სვლა.
- იმედი მაქვს, რომ. . .
- პანდემია მალე დასრულდება და მძიმე კვალს არ დატოვებს საგანმანათლებლო სისტემაზე.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ
რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.