მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„პირველკლასელთა აკადემია“ - უნიკალური წიგნი+რვეული, რომელიც ყველა მომავალ მოსწავლეს ეხმარება, მიიღოს სათანადო განათლება და ამაყად შეაბიჯოს ცოდნის ტაძარში, გამოცემისთანავე პოპულარობით სარგებლობს; ჰყავს უამრავი პატარა მეგობარი და მშობლებიც, სწორედ ამ სახელმძღვანელოს საშუალებით, მეტად დაუახლოვდნენ შვილებს...
„პირველკლასელთა აკადემია“ „ეტალონის“ პროექტების სულისჩამდგმელის - გოჩა ტყეშელაშვილის ავტორობით გამოიცა და ნაბიჯ-ნაბიჯ, მთელი საქართველო მოიცვა
ამჯერად, სახელმძღვანელოს წარდგენა-გაცნობა კახეთში, კონკრეტულად კი, ახმეტასა და თელავში მოხდა. ეს საქმიან-მეგობრული შეხვედრები ნათელი დადასტურებაა იმისა, როგორ ზრუნავენ ადგილობრივი ხელისუფლებისა და საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლები მომავალი თაობების განვითარებაზე.
ახმეტაში გამართულ პრეზენტაციას ესწრებოდნან მერი, ალექსი ფიცხელაური და ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი თამუნა ონიაშვილი; რაც შეეხება თელავს, „პირველკლასელთა აკადემიას“ პირადად გაეცნენ მერის პირველი მოადგილე ნიკოლოზ მეტრეველი, მერის მოადგილე - ფიქრია ყუშიტაშვილი, ადმინისტრაციის უფროსი - თამარ ზაზანაშვილი, სპორტისა და ახალგაზრდობის განყოფილების უფროსი შოთა ჩეკურიშვილი, ა(ა)იპ ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი - ალექსანდრა ლუარსაბიშვილი და ადგილობრივი საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი - ლევან მრელაშვილი.
შეხვედრებმა ნაყოფიერად ჩაიარა და საფუძველი ჩაეყარა სამომავლო თანამშრომლობას. ფაქტია - „პირველკლასელთა აკადემია“ მომავალ მოსწავლეებს სასკოლო ცხოვრებისთვის ამზადებს და მალე, ის ახმეტისა და თელავის მკვიდრი პატარების ოჯახებში საპატიო ადგილს დაიმკვიდრებს.20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ხვალ სკოლების ნაწილში სწავლა არ განახლდება - უამინდობის გამო სააღმრზდელო პროცესი საბავშო ბაღებშიც შეწყდება
სკოლის დამლაგებლის ხელფასი ევროპასა და საქართველოში - განვითარებულ ქვეყანებში დამლაგებლის თვური ანაზღაურება 3000 დოლარამდეა
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
მოსწავლეებმა თანატოლების ნამუშევრები მოიწონეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
ეშტიის N2 საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლეებმა ფიზიკური აღზრდის გაკვეთილზე შემაჯამებელ დავალებას თავი წარმატებით გაართვეს